2017-11-16
ესეების კონკურსი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის „გერმანულ-ქართული ურთიერთობები“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის, რაინლანდ ერფის ლიტერატურული გაერთიანებისა და გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება ესეების კონკურსი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის „გერმანულ-ქართული ურთიერთობები“, რომელიც ეძღვნება საქათველო-გერმანიის მეგობრობის იუბილეს.
მნიშვნელოვანი თარიღები:
კონკურსის გამოცხადება, ესეების მიღება:
20 სექტემბერი - 20 ნოემბერი, 2017 წელი
ესეების პრეზენტაციები:
10 დეკემბერი
კონკურსის შედეგების გამოცხადება და გამარჯვებულთა დაჯილდოება:
11 დეკემბერი, 2017 წელი
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
« იხ. ყველა სიახლე