ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-04-22

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა საყურადღებოდ!

თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ამა წლის 10 აპრილს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა გამოყენებითი, ფუნდამენტური და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი.

კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმები განთავსებულია ფონდის ვებ-გვერდზე - www.rustaveli.org.ge

ფონდში პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2013 წლის 19 მაისის 24 საათამდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის „პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 24 მაისის 18 საათისა.

პროექტები, სადაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წამყვანი ორგანიზაციაა, წინასწარ უნდა დაარეგისტრირონ ხელმძღვანელებმა/პასუხისმგებელმა პირებმა თსუ საფინანსო და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტებში. ამასთან დაკავშირებით, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელებმა, არაუგვიანეს ამა წლის 15 მაისისა უნდა წარმოადგინონ:
  1. პროექტის განაცხადის ფორმა, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის, ძირითადი შემსრულებლების და თანამონაწილე ორგანიზაციის ხელმძღვანელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელმოწერებით;
  2. პროექტის ბიუჯეტი, სადაც ფუნდამენტური და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება წამყვანი ორგანიზაციისთვის განკუთვნილი ზედნადები ხარჯი, ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 10%-ის ოდენობით. ხოლო გამოყენებითი კვლევებისთვის კონკურსის შემთხვევაში, თსუ-დან მოთხოვნილი თანადაფინანსებისას, ზედნადები ხარჯი უნდა შეადგენდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 0%, თანადაფინანსება კი - 10-%-ს. საბანკო მომსახურება პირდაპირი ხარჯების 1%-ის ოდენობით გასათვალისწინებელია კატეგორია "საქონელი და მომსახურებაში";
  3. გამოყენებითი სამეცნიერო კვლევებისთვის პროექტის საანგარიშო პერიოდში ჩატარებული სამუშაოს მოსალოდნელი შუალედური შედეგები/თვლადი ინდიკატორები ეტაპების მიხედვით;
  4. პროექტის შესრულებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობის დასადასტურებლად შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ან საუნივერსიტეტო ინსტიტუტის დირექტორის ხელმოწერით დამოწმებული პროექტის განაცხადის ფორმის ასლი.
დამატებითი კონსულტაციებისთვის გთხოვთ, მიმართოთ თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს (თსუ I კორპუსი, ოთახი 113, ტელ.: 2-222-473, ელ.ფოსტა: sciencerd@tsu.ge).


Print

« იხ. ყველა სიახლე