ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ლიტერატურული ურთიერთობებითა და თარგმანის თეორიული და პრაქტიკული საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებს გიწვევთ მთარგმნელ სტუდენტთა შემოქმედებითი წრის მეორე სხდომაზე.
თავის შემოქმედებას (საკუთარ ლექსებსა და ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების რუსულ თარგმანებს) წარმოადგენს მაგისტრანტი ანნა კონდრატენკო.
შეხვედრა გაიმართება 20 მაისს, 15.00 საათზე
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 308ე აუდიტორია