ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-09-04

მე-5 ყოველწლიური კონფერენცია გენდერის კვლევაში

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს ერთობლივ მე-5 ყოველწლიურ კონფერენციას გენდერის კვლევაში: „გენდერული იდენტობები, დამოკიდებულებები და აღქმა“

კონფერენცია გაიმართება გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში; ასევე ეძღვნება ს ოციალურ მეცნიერებათა ცენტრის 10 წლის იუბილეს. კონფერენცია მიზნად ისახავს მოიწვიოს საერთაშორისო და ადგილობრივი მეცნიერები და მკვლევრები, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთი კვლევების შედეგებს  გენდერის ზეგავლენაზე იდენტობების ფორმირების პროცესში, ასევე დამოკიდებულებებისა და აღქმების ჩამოყალიბებისას. გენდერის მნიშვნელობაზე იმ შეხედულებებსა და პრაქტიკებთან მიმართებაში, რომლებიც ინარჩუნებენ დისკრიმინაციას და განაპირობებენ ქალთა სხვადასხვა ჯგუფებისა თუ ლგბტ ადამიანების უფლებების შელახვას და შესაბამისად ხელს უშლიან გენდერული უთანასწორობების აღმოფხვრას.

კონფერენციის თარიღი: 14-15 ნოემბერი, 2013 (დაზუსტდება)
კონფერენციის ადგილი: თსუ I კორპუსი (დაზუსტდება)
კონფერენციის ენა: ქართული და ინგლისური (სინქრონული თარგმანით)
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი ან ეწვიეთ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ვებ-გვერდს: http://css.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=9&info_id=828
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: genderequality@css.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე