2020-09-21

კონკურსი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის (გერმანია) კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის (გერმანია) კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად სამეცნიერო ხარისხის მქონე თსუ-ის პერსონალისთვის, რომელიც ჩართულია კვლევით ან/და საგანმანათლებლო საქმიანობაში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა, ეკონომიკის მეცნიერებათა და სამართლის მეცნიერების სამეცნიერო ხარისხის (PhD ან მასთან გათანაბრებული) მქონე თსუ-ის პერსონალს, რომელიც ჩართულია კვლევით ან/და საგანმანათლებლო საქმიანობაში.

სტიპენდიის ხანგრძლივობა:მაქსიმუმ 1 (ერთი) თვე (30 კალენდარული დღე);
მობილობის პერიოდი: მობილობა უნდა განხორციელდეს 2020 წლის 31 დეკემბრამდე;
დღიური სტიპენდია: 89 ევრო.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
1.დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
2.გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა პერსონალმა ა/წ 4 ოქტომბრის, 16:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი:
  • პასპორტის ასლი;
  • CVევროპულ[Europass] ფორმატში (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე);
  • ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
  • სადოქტორო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დიპლომი);
  • სამუშაო გეგმის მონახაზი არაუმეტეს 3 გვერდისა (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე); ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტისზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. 
  • დაინტერესების წერილი (LetterofInterest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან;
  • სარეკომენდაციო წერილი (ქართულ ენაზე), გაცემული უშუალოთსუ-ში ხელმძღვანელის მიერ. 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
  • აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად არაუგვიანეს 9 ოქტომბრისა!
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო მგზავრობისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები; 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების ან სხვა გამონაკლის შემთხვევებში, მოცემული მობილობა/სტიპენდია შეიძლება გაუქმდეს.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge;

Print

« იხ. ყველა სიახლე