ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-10-17

პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გაცვლითი სასწავლო პროგრამები

ცხადდება კონკურსი პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ჩინეთი)  გაცვლით ინგლისურენოვან, ჩინურენოვან პროგრამებზე  და ჩინური ენის შემსწავლელ კურსებზე სასწავლებლად. 

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2020 -2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: 
ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: 
Mechanical Engineering; 
Electronic Engineering; 
Electrical Engineering; 
Computer Science and Technology; 
International Economics and Trade. 

მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: 
Mechanical Engineering; 
Electronic Science and Technology; 
Information and Communication Engineering; 
Control Science and Engineering; 
Computer Science and Technology; 
Chemistry; 
Chemical Engineering and Technology; 
Law; 
MBA. 

მიმღები უნივერსიტეტი ფარავს შემდეგ ხარჯებს:
- სწავლის გადასახადი;
- სტუდენტური საცხოვრებელი; 
 
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე) ;
- პასპორტის ასლი;
- CV ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
- ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე, GPA-ის მითითებით);
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საეთაშორისო სერტიფიკატის ასლი: 
   TOEFL (მინიმალური ქულა 80)
   Academic IELTS (მინიმალური ქულა 5.5).  
- ჩინური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (HSK 5) ჩინურენოვან პროგრამაზე       სასწავლებლად.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2020 წლის 20 იანვრის 18:00 საათამდე  უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@tsu.ge 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი: 
სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
გამარჯვებულ კანდიდატთა ნომინირება სტიპენდიაზე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება - პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი. 


დამატებითი ინფორმაცია: 

-გასაუბრების ზუსტი თარიღის შესახებ დამატებით გაცნობებთ; 
-შერჩეულმა სტუდენტმა თავად უნდა აანაზღაუროს რეგისტრაციის, სავიზო მოსაკრებლის, საერთაშორისო დაზღვევისა და მგზავრობის ხარჯები!
-დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვებაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ. ფოსტის საშუალებით: exchange@tsu.ge 
-გთხოვთ გაითვალისწინოთ: 
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილრე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება.
მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
-დაგვიანებული ან/და არასრული განცხადება არ მიიღება!    


Print

« იხ. ყველა სიახლე