2018-10-10

მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია - ,,უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი ყოველწლიურად ატარებს  მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციას ,,უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“. 10 ნოემბერს, მასწავლებელთა VII საუნივერსიტეტო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებსა და დირექტორებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებს, პროფესიულ საზოგადოებას.

კონფერენციის მიზანია უმაღლეს და საშუალო სკოლებს შორის აკადემიური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.

მოსწავლეთა შეფასების საკითხი დიდაქტიკის/სასწავლო პროცესის ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. მოსწავლეების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებისა და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანია იგი იღებდეს განმავითარებელ უკუკავშირს. ამდენად, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების პრაქტიკული რეალიზაციის საკითხების შესწავლა ძალზე მნიშვნელოვანი და აქტუალურია. ამ მიმართებით, უნივერსიტეტისა და სკოლის პედაგოგთა პოზიციებიდან სასწავლო პროცესზე მსჯელობა ხელს შეუწყობს პრობლემების გამოვლენასა და გადაჭრის გზების ძიებას.

კონფერენციის მონაწილეეების ამოცანაა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამების სწავლებისას მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების პროცესში წამოჭრილი პრობლემური საკითხებისა და მათი გადაჭრის გზების თეზისებად  წარმოდგენა, აღნიშნულ თემაზე კონფერენციის მსვლელობისას მსჯელობა.

კონფერენციის ჩატარების ფორმატი - პლენარული სხდომა, ჯგუფში მუშაობა/დისკუსია, შეჯამება.

კონფერენციის სამეცნიერო კოლეგიის მიერ შერჩეული თეზისების ავტორები პრეზენტაციას წარადგენენ ჯგუფში (10-15წთ), კონფერენციის დანარჩენი მონაწილეები ჩაერთვებიან კომენტარებით დისკუსიის პროცესში (7 წთ) .

მნიშვნელოვანი თარიღები:

30 ოქტომბერი - თეზისების წარმოდგენა;
5 ნოემბერი - კონფერენციის მოხსენების წარმოდგენასთან დაკავშირებით სამეცნიერო კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ პასუხი;

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 11, თსუ III კორპუსი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი
ტელ: 222 23 76  
E-mail: pedconference@tsu.ge
 
კონფერენციის სამუშაო მიმართულებებია:
I.პლენარული სხდომა - განმავითარებელი შეფასება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში
II.ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების პრობლემატიკა

სამუშაო ჯგუფი/დისკუსია - ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების სპეციფიკა/თავისებურებები;

სამუშაო ჯგუფი/დისკუსია - ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების სპეციფიკა/თავისებურებები;

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.




Print

« იხ. ყველა სიახლე