ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-05-15

საერთაშორისო სიმპოზიუმი „კავკასია ევრაზიის პალეომეტალების კულტურათა სისტემაში“

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიის არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით 2015 წლის 1-5 ოქტომბერს ტარდება საერთაშორისო სიმპოზიუმი თემაზე: „კავკასია ევრაზიის პალეომეტალების კულტურათა სისტემაში“.

სიმპოზიუმი, რომლის თემატიკა მოიცავს პერიოდს ძვ.წ. მე-5 ათასწლეულიდან ვიდრე ძვ.წ. მე-2 ათასწლეულის მიწურულამდე, ეხება ადრეული ლითონების ხანის კულტურებს კავკასიასა და მიმდებარე რეგიონებში, მათ ურთიერთკავშირს, საწარმოო კერების ლოკალიზაციისა და ტექნოლოგიის საკითხებს, ლითონებთან დაკავშირებული ინტერდისციპლინარული კვლევის სპეციფიკასა და შედეგებს და, ასევე, ადრეულ ლითონებთან დაკავშირებულ ყველა სამეცნიერო სპექტრს.

სიმპოზიუმში  მონაწილეობა  შეუძლია აკადემიურ პერსონალს, მეცნიერებს, მკვლევრებსა და დოქტორანტებს.

თეზისები  წარმოდგენილი  უნდა  იყოს  ქართულ და ინგლისურ ენებზე (300-300 სიტყვა) ავტორის, სათაურისა და ინსტიტუციის მითითებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: caucasusmetal@gmail.com

თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 1 სექტემბერი.

Print

« იხ. ყველა სიახლე