2016-06-02
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგებით დაინტერესებულ აბიტურიენტებს ორდღიან სემინარს ჩაუტარებენ
4 და 5 ივნისს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) პროფესორები აბიტურიენტებს ორდღიან სემინარს - STEM აკადემიას ჩაუტარებენ.
4 ივნისს, 10:00 საათზე STEM აკადემიას გახსნილად გამოაცხადებენ და მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გია შარვაშიძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორი საქართველოში ჯენერ ედელმანი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი პროფესორი კენ უოლში.
ამერიკელი მეცნიერების საქართველოში ვიზიტის მიზანია საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო (STEM - Science, Technology, Engineering, Math) დარგებით დაინტერესებული მე-12 კლასელებს გააცნონ ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკის და ინჟინერიის სფეროს უახლესი აღმოჩენები და მიღწევები, აშშ-ის უმაღლესი განათლების სისტემა, საერთაშორისო აკრედიტაციის მნიშვნელობა და სხვა საინტერესო თემები.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები თბილისის STEM აკადემიის ფარგლებში, ლექციებს წაუკითხავენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველ აბიტურიენტებსაც (მათ შორის 30-მდე მეთორმეტე კლასელს საქართველოს რეგიონებიდან).
დამატებითი ინფორმაციისთვის STEM აკადემიის შესახებ, მიმართეთ:
ელენე ალადაშვილი
ტელ.: 577974004
ელ.ფოსტა: ealadashvili@mail.sdsu.edu
სოფიო ჭაავა
ტელ.: 577042288
ელ.ფოსტა: schaava@mail.sdsu.edu
მისამართი: ტექ პარკი, ორქოყანა

« იხ. ყველა სიახლე