2014-02-18

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა ტრანსფერი დუბლინის ტრინიტი კოლეჯში

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის „მათემატიკის“ და „ფიზიკის“ საბაკალავრო პროგრამების სტუდენტთა ტრანსფერი
დუბლინის ტრინიტი კოლეჯში (დუბლინის უნივერსიტეტი, ირლანდია)

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი დუბლინის ტრინიტი კოლეჯთან თანამშრომლობის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის „მათემატიკის“ და „ფიზიკის“ საბაკალავრო პროგრამების სტუდენტების შერჩევა დუბლინის ტრინიტი კოლეჯში (დუბლინის უნივერსიტეტი, ირლანდია) შემოდგომის სემესტრიდან ტრანსფერისათვის შემდგომში სწავლის გასაგრძელებლად აღნიშნულ უნივერსიტეტში 4 მოდერაციულ პროგრამაზე: „მათემატიკა“, „თეორიული ფიზიკა“, „ფიზიკა“, „ფიზიკა და ასტროფიზიკა“.

კონკურსზე დაიშვებიან „მათემატიკის“ და „ფიზიკის“ მიმართულებების სტუდენტები, რომელთაც წარმატებულად აქვთ დასრულებული თსუ–ს შესაბამისი კურიკულუმების 3 სემესტრი მაინც და მათი GPA არის 3.2 ან მეტი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი№204)
                                                                                    
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2014 წლის 21 თებერვალი 12 საათი

  • CV (ინგლისურ ენაზე)
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
  • რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე, ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული)
  • აკადემიური მოსწრების ფურცელი ფაკულტეტის დეკანატიდან (ინგლისურ ენაზე, ნოტარიალურად დამოწმებული)
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე, ნოტარიალურად დამოწმებული)
  • პასპორტის ასლი
  • 2 ფოტო (3/4)

საბოლოო გადაწყვეტილებას სტუდენტის ჩარიცხვასთან დაკავშირებით მიიღებს დუბლინის ტრინიტი კოლეჯი.

დუბლინის ტრინიტი კოლეჯი მიიღებს თსუ–დან შერჩეულ სტუდენტებს მოდერაციულ პროგრამებზე და გაუწევს ანალოგიურ მომსახურებას, როგორც სხვა დუბლინის ტრინიტი კოლეჯის სტუდენტებს გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
  1. კოლეჯის ტუტორის სისტემის გარდა, რომელიც მედიატორია სტუდენტსა და კოლეჯის ხელმძღვანელობას შორის, გლობალური ურთიერთობების სამსახურიც ჩაერევა სტუდენტის დუბლინში დასახლების საკითხების მოგვარებაში;
  2. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ჩარიცხული სტუდენტისთვის დუბლინის ტრინიტი კოლეჯი დანიშნავს აკადემიური პერსონალის წარმომადგენელს, როგორც საკონტაქტო პირს „მათემატიკისა“ და „თეორიული ფიზიკის“ კურსებთან დაკავშირებული საკითხებისთვის;
  3. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ჩარიცხული სტუდენტისთვის დუბლინის ტრინიტი კოლეჯის ფიზიკის სკოლა დანიშნავს აკადემიური პერსონალის წარმომადგენელს, როგორც საკონტაქტო პირს „ფიზიკისა“ და „ფიზიკისა და ასტროფიზიკის“ კურსებთან დაკავშირებული საკითხებისთვის ;
  4. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი მოისურვებს დუბლინის ტრინიტი კოლეჯში ერთწლიანი სწავლების შემდეგ ისევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადასვლას, დუბლინის ტრინიტი კოლეჯი ხელს შეუწყობს სტუდენტს იმ მოდულების დოკუმენტაციის მიღებაში, რომელიც გაიარა სტუდენტმა დუბლინის ტრინიტი კოლეჯში სწავლისას და დაეხმარება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკვივალენტური კრედიტების შეფასებაში  ტრანსფერისთვის.   

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ–გვერდი: http://www.tcd.ie/structure/faculties/#faculty-of-engineering-mathematics-and-science

საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ ლელა კაცაძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204).

შენიშვნა:  დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ განიხილება!

Print

« იხ. ყველა სიახლე