თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი აცხადებს მიღებას საერთაშორისო ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგარემებზე სოციალურ მეცნიერებებში 2011-2013 სასწ. წ-სთვის:
-
გენდერის კვლევა - ქართულენოვანი პროგრამა
-
ტრანსფორმაცია სახმრეთ კავკასიაში - ინგლისურენოვანი, საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა გამოცხადდება მოგვიანებით
ინფორმაცია პროგრამების შესახებ:
აკადემიური ხარისხი: სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი (MSocSc)
სწავლების დარგი:
-
გენდერის კვლევა
-
ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში
პროგრამის ხანგრძლივობა: 4 სემესტრი (15 კვირიანი სემესტრები), 2 კალენდარული წელი (2011 წლის სექტემბრიდან 2013 წლის ივნისამდე)
სწავლების ენა:
-
ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში -
ინგლისური
-
გენდერის კვლევა -
ქართული
ხარისხის მოთხოვნები: 120 კრედიტი (ECTS), რომელსაც სტუდენტი იღებს სასწავლო კურსების (85 ECTS - გენდერის კვლევა; 80 ECTS - ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში), სტაჟირების (5 ECTS - გენდერის კვლევა; 10 ECTS - ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში) გავლისა და სამაგისტრო ნაშრომის დაცვის შედეგად (30 ECTS ორივე პროგრამისთვის).
მისაღები პროცედურები:
მოთხოვნები
-
ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერ დისციპლინაში
-
სტუდენტებს, რომლებიც ბაკალავრის ხარისხს მიიღებენ 2011 წლის ივნისში, უფლება აქვთ შემოიტანონ განცხადება
-
სამუშაო გამოცდილება საჭირო არ არის
-
გამსვლელი ქულა ეროვნულ სამაგისტრო გამოცდაში (მხოლოდ ქართველი აპლიკანტებისთვის) – www.naec.ge
აპლიკაცია
-
თსუ-ს განაცხადის შევსებული ფორმა
-
განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე
-
უმაღლესი განათლების დამადატურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
-
პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი
-
სამხედრო ბილეთის ასლი (მხოლოდ ქართველი მამრობითი სქესის აპლიკანტებისთვის)
-
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში
-
(მხოლოდ უცხოელი აპლიკანტებისთვის)* ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაცია საქართველოს განათლების სამინისტროში წარსადგენად:
-
აპოსტილით დამოწმებული დიპლომი და დიპლომის დანართი
-
პასპორტის შევსებული გვერდების ასლები (ნოტარიულად დამოწმებული)
-
უცხო ქვეყანაში ბოლო 2 წლის ან მეტი წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი
-
მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ არჩეული დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე მაგისტრანტობის კანდიდატის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და ფაკულტეტის/სპეციალობის მითითებით)
* http://www.mes.gov.ge/content.php?id=1129&lang=geo
შერჩევის პროცედურა
-
წერითი გამოცდა სპეციალობაში - 40% (საკითხავი მასალა ჩამოტვირთეთ CSS-ის სერვერიდან ftp://ftp.ucss.ge/)
-
ინგლისური ენის ტესტი - 20%
- ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში - B2 დონე
- გენდერის კვლევა - B1 დონე
-
გასაუბრება მიმღებ კომისიასთან - 40%
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
დიანა ლეჟავა, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის სტუდენტების დეკანი
მის: ჭავჭავაძის გამზ. #3, თსუ-ს II კორპუსი, III სართული, აუდიტორია #336
ტელ: (+995 32) 102781; 890 102786;
ელ-ფოსტა: dlezhava@ucss.ge
www.ucss.ge