2010-03-12

ჯანმრთელობის დაზღვევა თსუ–ის თანამშრომლებისათვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სადაზღვევო კომპანია ,,GPIH”-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც  თსუ საშტატო განრიგით გათვალისწინებული პერსონალი, მრჩეველთა საბჭოს წევრები და გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტები 2010 წლის 1 მარტიდან ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება  თსუ ბიუჯეტიდან.

სურვილის შემთხვევაში, ხელშეკრულებით მოწვეულ პერსონალს შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული პაკეტით, რისი საფასურიც დაიქვითება ხელფასიდან. მსურველებმა არა უგვიანეს 22 მარტისა უნდა გაიარონ რეგისტაცია პერსონალის მართვის დეპარტამენტში.

ოჯახის წევრების დაზღვევის ან  გაუმჯობესებული პაკეტის (GPIH-B) შეძენის შემთხვევაში მსურველები იხდიან დამატებით თანხას.

ძირითადი სადაზღვევო პროგრამა (GPIH –A)  მოიცავს შემდეგი სახის მომსახურებას:


მომსახურების სახე

წლიური სადაზღვევო ლიმიტი

თანაგადახდა

ასისტანსი– 24/24 საათიანი ცხელი ხაზი

ლიმიტის გარეშე

100%

ოჯახის (პირადი) ექიმის მომსახურება

ლიმიტის გარეშე

100%

პროფილაქტიკური გამოკვლევები

წელიწადში ორჯერ

100%

(გეგმიური) ამბულატორიული მომსახურება

700.00 ლარი

80%

გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება

ლიმიტის გარეშე

100%

სასწრაფო სამედიცინო დახმარება

ლიმიტის გარეშე

100%

გადაუდებელი სტაციონარული (ჰოსპიტალური) მომსახურება

7 500.00 ლარი

90%

გეგმიური სტაციონარული (ჰოსპიტალური) მომსახურება

3 000.00 ლარი

100%

მედიკამენტები

800.00 ლარი

70%

ორსულობა

500.00 ლარი

100%

მშობიარობა

1 100.00 ლარი

100%

გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება

ლიმიტის გარეშე

100%

(გეგმიური) თერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგიური მომსახურება

600.00 ლარი

605

ორთოპედიული/ორთოდონტიული სტომატოლოგიური მომსახურება (პროვაიდერ/კონტრაქტორ კლინიკებში)

ლიმიტის გარეშე

10–30%

სამოგზაურო დაზღვევა

წელიწადში 3 კვირა

50 000.00 ა.შ.შ დოლარი

სიცოცხლის დაზღვევა

4 000.00 ლარი

100%

სადაზღვევო პრემია ერთი თანამშრომლისთვის თვეში

25.50 ლარი

საოჯახო პაკეტის პრემია თვეში

64.50 ლარი


დანართი №1

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ პერსონალის მართვის დეპარტამენტს. ტელ: 22 36 19

ან შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატს.

Print

« იხ. ყველა სიახლე