2019-09-24

დამწყები მასწავლებელი-პროფესიის მომავალი საქართველოში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი ყოველწლიურად ატარებს  მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციას ,,უნივერსიტეტი სკოლას - სკოლა უნივერსიტეტს“
კონფერენციის მიზანია უმაღლეს და საშუალო სკოლებს შორის აკადემიური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.
დამწყები მასწავლებლის პედაგოგიური პრაქტიკის შესწავლა განათლების სფეროს სპეციალისტების  კვლევის ინტერესს წარმოადგენს. აქვე აღსანიშნავია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2019 წელს მიმდინარე საკადრო ცვლილებები. კერძოდ, საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლების პროფესიიდან გასვლისა და დამწყები მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებლების პროფესიაში შესვლა.  
უნივერსიტეტისა და სკოლის პედაგოგთა პოზიციებიდან დამწყები მასწავლებლის პედაგოგიური პრაქტიკის საკითხებზე მსჯელობა ხელს შეუწყობს პრობლემების გამოვლენასა და გადაჭრის გზების ძიებას. კონფერენციის შედეგები/მიგნებები მასწავლებლის განათლების საუნივერსიტეტო პროგრამების  განვითარებისა და დამწყები მასწავლებლებისთვის მხარდამჭერი საგანმანათლებლო რესურსების შექმნის წინაპირობად/საფუძვლად მიგვაჩნია.
კონფერენციის მონაწილეების ამოცანაა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დამწყები მასწავლებლების პედაგოგიური პრაქტიკის თემატიკაზე თეზისების წარმოდგენა და კონფერენციის მსვლელობისას მსჯელობა.  
კონფერენციის ჩატარების ფორმატი - პლენარული სხდომა, ჯგუფში მუშაობა/დისკუსია, შეჯამება.
კონფერენციის სამეცნიერო კოლეგიის მიერ შერჩეული თეზისების ავტორები პრეზენტაციას წარადგენენ ჯგუფში (10 წთ), კონფერენციის დანარჩენი მონაწილეები ჩაერთვებიან კომენტარებით დისკუსიის პროცესში (5 წთ).

კონფერენციის სამუშაო მიმართულებებია:
I. პლენარული სხდომა - მასწავლებლის პროფესიის მომავალი საქართველოში;
II. დამწყები მასწავლებლის პედაგოგიური პრაქტიკა  -  გამოცდილების გაზიარება; 
III. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დონეზე დამწყები მასწავლებლის მხარდამჭერი აქტივობები;
IV. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დონეზე მასწავლებელთა განათლების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა პედაგოგიური პრაქტიკის/კონსულტირების საკითხები.

თეზისების გაფორმების წესი:
მომხსენებლის სახელი და გვარი; თანამდებობა, აკადემიური ხარისხი, ორგანიზაცია;
მოხსენების სათაური;
საკონტაქტო ინფორმაცია (ელფოსტა, ტელეფონის ნომერი);
ფორმატი: Word;
ფონტი: Sylfaen;
ფონტის ზომა: 12; 
ინტერვალი: 1,5;
მოცულობა: 1-2 გვერდი (300-600 სიტყვა).

მნიშვნელოვანი თარიღები:
1 ნოემბერი - თეზისების წარმოდგენა;
8 ნოემბერი -კონფერენციის მოხსენების წარმოდგენასთან დაკავშირებით სამეცნიერო კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ პასუხი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 11, თსუ III კორპუსი
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი
ტელ: 2250482 (შიდა ნომერი: 3043, 3044, 3222)  568 77 28 74      
E-mail: pedconference@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე