კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლა აცხადებს მიღებას 2019 წლის გაზაფხულის სემესტრის შემდეგ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე:
• საჯარო პოლიტიკის მაგისტრი – Master of Public Policy (MPP)
• განვითარების პოლიტიკის მაგისტრი – Master of Development Policy (MDP)
• საჯარო მართვის მაგისტრი – Master of Public Management (MPM)
• დოქტორი საჯარო პოლიტიკაში – Ph.D. in Public Policy (PP)
• დოქტორი განვითარების პოლიტიკაში – Ph.D. in Development Policy (DP)
პროგრამის ფარგლებში, სკოლა სტუდენტებს სთავაზობს სწავლისა და ავიაბილეთების საფასურის სრულ ანაზღაურებას, ასევე ყოველთვიურ სტიპენდიას.
დამატებითი ინფორმაცია პროგრამებსა და სააპლიკაციო განაცხადთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:
https://apply.kdischool.ac.kr/
https://www.kdischool.ac.kr/#/www
განაცხადების მიღება იწყება 2018 წლის 21 აგვისტოს და სრულდება 2018 წლის 24 ოქტომბერს.