2012-02-09

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. კვლევის მეთოდების მოდულის კურსები თსუ-ს დოქტორანტებისთვის.

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი



კვლევის მეთოდების მოდულის კურსები  თსუ-ს დოქტორანტებისთვის
2011-2012 სასწავლო  წლის  გაზაფხულის სემესტრი (12/03 - დან), სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში ჩატარდება კვლევის მეთოდების მოდულის კურსი- ”შესავალი გამოყენებით სტატისტიკაში SPSS-ის ელემენტებით”, რომელიც შეუძლიათ აიღონ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამების სტუდენტებმა, აგრეთვე თსუ-ს სხვა ფაკულტეტების დოქტორანტებმა. 

 სტუდენტების რეგისტრაციის ბოლო ვადაა  5/03/2012.
 რეგისტრაციისთვის დოქტორანტებმა ელ. ფოსტით უნდა გამოაგზავნონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ მისამართზე  tatia.mzhavanadze@tsu.ge .
სტუდენტებმა სწავლის დაწყებამდე,  5/03-მდე  აგრეთვე უნდა წარმოადგინონ:
-          სარეგისტრაციო ფორმის ამობეჭდილი და ხელმოწერილი ასლი
-          დოქტორანტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა დეკანატიდან (შესაძლებელია დასკანირებულის გამოგზავნა ელ. ფოსტით)
-          პირადობის მოწმობის ასლი   (შესაძლებელია დასკანირებულის გამოგზავნა ელ. ფოსტით)

მოკლე ინფორმაცია კურსების მიზნებისა და შედეგების შესახებ

”შესავალი გამოყენებით სტატისტიკაში SPSS-ის ელემენტებით”   (5 ECTS, 30 საკონტაქტო საათი)
ლექტორი: ლილი ხეჩუაშვილი,  თსუ-ს მოწვეული ლექტორი; PhD, ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, საქართველოს უნივერსიტეტი.
ლექციები და სემინარები გაიმართება ქართულ ენაზე. კურსის ჩატარდება: ყოველ სამშაბათს 18:30 სთ., თსუ-ს მეორე კორპუსი, მესამე სართული, ოთახი # 336 (სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ბიბლიოთეკა).
 საკითხავი მასალა მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე, რიდერი ჩაწერილი იქნება დისკზე და სტუდენტს შეუძლია მიიღოს დისკი რეგისტრაციის გავლისა და საბუთების წარმოდგენის შემდეგ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ადმინისტრაციაში.
კურსის მიზნები:
კურსის ძირითადი მიზანია, სტუდენტები გაეცნონ სტატისტიკის რაობას და დანიშნულებას სოციალურ მეცნიერებებში; აითვისონ სტატისტიკის ძირითადი ტერმინოლოგია, სიმბოლოები, გაზომვის სკალები, გაერკვნენ პარამეტრული და არაპარამეტრული კრიტერიუმების არსში;  გაეცნონ აღწერითი სტატისტიკის ისეთ ელემენტებს, როგორიცაა სიხშირეთა განაწილებას, ალბათობის ცნებას, სტანდარტული ქულების რაობას, ცენტრალური ტენდენციისა და ცვალებადომის საზომებს. ამასთან, კურსი მიზნად ისახავს, სტუდენტებს წარუდგინოს დასკვნითი სტატისტიკის ზოგიერთი ელემენტი, როგორიცაა ჰიპოთეზების შემოწმება, ორი საშუალოს შედარება, დისპერსიული ანალიზი, კორელაცია და მარტივი წრფივი რეგრესია, არაპარამეტრული სტატისტიკური კრიტერიუმები.
გარდა ამისა, კურსის მიზანია სტუდენტებისთვის SPSS-ის გარემოს გაცნობა; პროგრამაში მონაცემების შეტანისა და აღწერითი სტატისტიკების მიღების სწავლება; ასევე, SPSS-ის გამოყენებით იმ სტატისტიკური კრიტერიუმების დათვლის, მიღებული ცხრილების წაკითხვისა და ინტერპრეტაციის სწავლება, რომლის მიწოდებასაც ითვალისწინებს წარმოდგენილი კურსი.
 სწავლის შედეგები:
ცოდნა და გაცნობიერება
•    სტუდენტს ეცოდინება ფსიქოლოგიური კვლევის არსი და მონაცემთა ანალიზისთვის საჭირო ბაზისური ცნებები;
•    სტუდენტს ეცოდინება SPSS-ში მუშაობის ძირითადი პრინციპები და გარემო.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება
•    სტუდენტს შეეძლება სტატისტიკური ანალიზის წარმოება SPSS-ის გამოყენებით;
•    სტუდენტს შეეძლება სტატისტიკური მონაცემების აღწერა და ინტერპრეტაცია;
•  სტუდენტს შეეძლება სოციალურ მეცნიერებაში დასმული კვლევის კითხვებისთვის სტატისტიკური მეთოდებისა და დასკვნების მორგება;
•    სტუდენტს შეეძლება ფსიქოლოგიაში სტატისტიკური მეთოდების მნიშვნელოვნების შეფასება.
       დასკვნის უნარი
სტუდენტს შეეძლება, საჭიროებისამებრ, სამეცნიერო ლიტერატურაში მოცემული კვლევების მოძიება და შერჩევა, მათი გაგება-გაანალიზება, კვლევაში გამოყენებული მეთოდებისა და სტატისტიკური აპარატის გააზრება. საკუთარი კვლევის წარმოებისას მისთვის რელევანტური კვლევების მოძიება-გააზრება-გაანალიზება.
        კომუნიკაციის უნარი
სტუდენტს შეეძლება კურსის ფარგლებში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სხვებისთვის თანმიმდევრულად და გასაგები ენით გადაცემა.
         სწავლის უნარი
სტუდენტს კურსის გავლის შემდეგ შეეძლება მიღებულ ბაზისურ ცოდნაზე დაყრდნობით შემდგომი ცოდნის ათვისება; საჭირო ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, გარჩევა და გამოყენება.
        ღირებულებები
სტუდენტს კურსის გავლის შედეგად ჩამოუყალიბდება მეცნიერული კვლევისადმი გააზრებული და მართებული მიდგომა; კერძოდ, ის სათანადო სიფრთხილით მოეკიდება კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანასა და განზოგადებას. 

Print

« იხ. ყველა სიახლე