11 მაისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მასშტაბური დასაქმების ფორუმი. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი,
35-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია. კომპანიების მოწვევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული თავად სტუდენტების მიერ დაფიქსირებული ინტერესი.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ:
-
საჯარო სფერო: იუსტიციის სახლი, ფინანსთა სამინისტრო შესაბამისი სსიპ-ებით;
-
საბანკო-საფინანსო სფერო: თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ლიბერთი ბანკი, ვითიბი ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“;
-
სადაზღვევო სფერო: ალდაგი, ირაო, იმედი L, ჯი პი აი ჰოლდინგი, პსპ ჯგუფი, აი სი ჯგუფი;
-
კვლევითი / საკონსულტაციო / აუდიტის კომპანიები: ACT, BDO, KPMG Georgia;
-
მრეწველობა / წარმოება / დისტრიბუცია / მომსახურება: ვისოლ ჯგუფი, ჰაიდელბერგ ცემენტი, ნიკორა, ნუტრიმაქსი, თეგეტა მოტორსი, სილქნეტი და სხვა;
-
სამედიცინო სფერო: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი (ყოფილი ფიზიოლოგიის ინსტიტუტი), სამედიცინო ცენტრი „ციტო“, „ბაქტერიოფაგი“, პსპ ჯგუფი, სამედიცინო კორპორაცია ევექსი და სხვა;
-
სასტუმროები: Holiday Inn Tbilisi, Rooms Hotel Kazbegi, Rooms Hotel Tbilisi, „თბილისი მარიოტი“, „ქორთიარდ მარიოტი“ და სხვა.
დასწრება შეუძლია ყველა მსურველს (სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულსაც).
დამატებითი ინფორმაციისთვის სტუდენტებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ ელექტორნულ მისამართზე:
career@tsu.ge
მისამართი: თსუ, I კორპუსი, სააქტო დარბაზის ჰოლი