2017-10-12
ბრემენის უნივერსიტეტის სტიპენდიები თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის
ცხადდება კონკურსი თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისათვის ბრემენის უნივერსიტეტში (გერმანია) მოკლევადიანი მობილობისათვის გამოყოფილი სტიპენდიის მოსაპოვებლად.
აპლიკანტი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ან გერმანულ ენას.
მასპინძელი უნივერსიტეტის დეპარტამენტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე
სტიპენდიის ხანგრძლივობა: ათი დღე (მობილობა უნდა განხორციელდეს ა/წ 31 დეკემბრამდე)

სტიპენდიის მოცულობა: 890 ევრო
შერჩეულმა სტიპენდიანტმა თავად უნდა აანაზღაუროს ბრემენში ცხოვრების, საერთაშორისო მგზავრობისა და დაზღვევის ხარჯები!
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
•დოკუმენტაციის შემოწმება (თსუ)
•გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თსუ)
დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 21 ოქტომბრის 23:59 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: dfronline_de@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
•პასპორტის ასლი
•ცნობა პერსონალის მართვის სამსახურიდან სამუშაოს მოკლე აღწერილობით (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და თარჯიმნის ბეჭდით დამოწმებული)
•მხარდაჭერის წერილი მშობლიური უნივერსიტეტიდან (ინგლისურ /გერმანულ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
•მოტივაციის წერილი (ინგლისურ/გერმანულ ენაზე)
•სამუშაო გეგმა (ინგლისურ/გერმანულ ენაზე)
•წინასწარი თანხმობის წერილი მიმღები უნივერსიტეტიდან (ელექტრონული ფოსტის საშუალებით გადმოგზავნილი)
შენიშვნა:
არასრულყოფილი და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: dfronline_de@tsu.ge

« იხ. ყველა სიახლე