2017-01-30

პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები

თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული  ფაკულტეტების  მაგისტრატურის  და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) მიერ გამოყოფილ ინგლისურენოვან სამაგისტრო (2 წელი) და სადოქტორო (4 წელი) პროგრამებზე სასწავლებლად 2017-2018 აკადემიური წლისათვის.

სასწავლო პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ დანართში
    
მიმღები უნივერსიტეტი ფარავს შემდეგ ხარჯებს:
- სწავლის გადასახადი;
- დაზღვევა;
- სტუდენტური საცხოვრებელი;
- ყოველთვიური სტიპენდია (3,000 ჩინური იუანი მაგისტრანტებისათვის და 3,500 ჩინური იუანი დოქტორანტებისათვის).  

კონკურსის ბენეფიციარმა თავად უნდა დაფაროს საერთაშორისო გადაადგილებისა და სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:
•სტუდენტი კონკურსის მიმდინარეობისას უნდა ირიცხებოდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესაბამის საფეხურზე და ქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი.
•მაგისტრანტებმა უნდა წარმოადგინონ ბაკალავრიატის დიპლომი და დოქტორანტები უნდა ფლობდნენ მაგისტრის ხარისხს იმავე ან მომიჯნავე მიმართულებაში.

სააპლიკაციო დოკუმენტები:
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:exchange@tsu.ge კანდიდატებმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითონ: განაცხადი - პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი. თითეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.

საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა: 2017 წლის 10 თებერვალი 17:00 საათი  
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულად)
პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი
აკადემიური რეზიუმე Europass ფორმატში (ინგლისურად)
1 მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე
(არაუმეტეს 2 ნაბეჭდი გვერდისა, font: times new roman, spacing: 1.5, margins: 2.5cm)
ამონაწერი სასწავლო ბარათიდან GPA-ის მითითებით (ქართულად)
ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების ფურცლითურთ
2 აკადემიური რეკომენდაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საეთაშორისო სერტიფიკაცის ასლი: TOEFL IBT (მინიმალური ქულა 80) ან Academic IELTS (მინიმალური ქულა 5.5)  
მაგისტრის დიპლომის ასლი ნიშნების ფურცლითურთ.

შერჩევის პროცედურა:
1.სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.
2.გასაუბრება კომისიასთან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.
3.კანდიდატთა ნომინირება სტიპენდიაზე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.
4. საბოლოო შერჩევა -პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:http://isc.bit.edu.cn/ და დანართი
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ: საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორს ლელა კაცაძეს ელ-ფოსტის მისამართზე: lela.katsadze@tsu.ge

შენიშვნა: დაგვიანებული ან/და არასრული აპლიკაციები არ განიხილება!    
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილრე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება:http://bauinternational.edu.ge/files/footer/external-normative-documents/cvlilebeb-sakartvelos-kanoni-1.pdf

მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.

Print

« იხ. ყველა სიახლე