ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-04-18

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიები პარიზი 8-უნივერსიტეტში

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების ქართულ-ფრანგული საბაკალავრო პროგრამის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 სემესტრის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებისთვის, ასევე თსუ ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის 2015-2016 გაზაფხულის სემესტრისა და 2016-2017 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად პარიზი 8 - უნივერსიტეტში (საფრანგეთი).

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი/მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 10 მაისის  17 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
პერსონალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
სამუშაო გეგმის მონახაზი (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე)

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სტუდენტები:
5 თვე (შემოდგომის სემესტრი)
პერსონალი:
5 დღე

სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები:
850 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება (ლიმიტი 530 ევრო)
პერსონალი:
140 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება (ლიმიტი 530 ევრო)

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

Print

« იხ. ყველა სიახლე