2017-03-31
სტაჟირების საპილოტე პროგრამა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ მოსარგებლე პირებისათვის
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს სტაჟირების საპილოტე პროგრამას „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (1+4 პროგრამით) მოსარგებლე პირებისათვის. სტაჟირების საპილოტე პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში. სპეციალურად შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სტაჟიორების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით. წარმატებული აპლიკანტები სამ თვიან სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა 10.04.2017
ადგილების რაოდენობა 60
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

« იხ. ყველა სიახლე