2019-05-22

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თსუ-ში

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მართავს საბავშვო ღონისძიებების კვირეულს, რომელიც გაიმართება 27 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით. ვუმასპინძლებთ საჯარო სკოლებისა და ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, ასევე თანამშრომლების შვილებს.  ღონისძიების ფარგლებში პატარებს ბიბლიოთეკაში დახვდებიან თანამედროვე საბავშვო მწერლები, რომლებიც ბავშვებს წაუკითხავენ თავიანთი შემოქმედებიდან მოთხრობებსა თუ ლექსებს, გაიმართება დისკუსიები. შეხვედრის მეორე ნახევარი კი შემოქმედებით და გასართობ აქტივობებს დაეთმობა. გვესტუმრებიან სამხატვრო სტუდიები („მატისი“ და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს. ვირსალაძის სახელობის N1 ხელოვნების სამხატვრო სკოლა), რომლის გამოცდილი პედაგოგები ბავშვებს ჩაუტარებენ მასტერ კლასს ხატვაში, ასევე იქნებიან „საბავშვო კარუსელის“ წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით (სახის მოხატვა, ხელსაქმე... ) გაახალისებენ პატარებს. ღონისძიების დასასრულს  „თოლია,“ ნაყინებს დაურიგებს ბავშვებს. 
ხუთშაბათს 13:30 სთ. სააქტო დარბაზში ჩატარდება  ბავშვთა და მოზარდთა  თეატრ-სტუდიის Et Cetera სპექტაკლი „გოგოები+“. სპექტაკლზე დასწრება შეეძლებათ 11+ ასაკის  საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, ასევე თანამშრომლების შვილებს.  ღონისძიების დასაწყისში დარბაზის ფოიეში  მოსწავლეებს შეხვდებიან თეატრისა და კინოს მსახიობები: მარიამ ჯოლოგუა, ნათია კვაშალი, სალომე ჭულუხაძე. შესაძლებელი იქნება მათთან გასაუბრება და სამახსოვრო ფოტოების გადაღება.
1 ივნისს კი, ასევე სააქტო დარბაზში, ჩატარდება "ბასტი-ბუბუს" კონცერტი. კონცერტზე დასასწრებად მოსაწვევები გადაეგზავნათ კერძო და საჯარო სკოლებს, ბავშვთა სახლებსა და თანამშრომლებს. 

დღის განრიგი:
ორშაბათი - 27 მაისი - 12:00 სთ. - საბავშვო  მწერალი ლელა ცუცქირიძე - „საბავშვო კარუსელი“   - პირველი ექსპერიმენტული საჯარო  სკოლის III კლასი (მარო მაყაშვილის დარბაზი).
სამშაბათი - 28 მაისი - 11:00 სთ. -  მწერალი ნატო დავითაშვილი  - ტური ბიბლიოთეკაში  /საბავშვო უნივერსიტეტი/ (მარო მაყაშვილის დარბაზი).
ოთხშაბათი - 29 მაისი - 11:30 სთ. - საბავშვო მწერალი ირმა მალაციძე - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს. ვირსალაძის სახელობის N1 ხელოვნების სამხატვრო სკოლა  - N63 საჯარო სკოლის  III კლასი (მარო მაყაშვილის დარბაზი).
ხუთშაბათი - 30 მაისი - 11:00 სთ. -  საბავშვო მწერალი მარიამ წიკლაური - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ს. ვირსალაძის სახელობის N1 ხელოვნების სამხატვრო სკოლა - N63 საჯარო სკოლის  III კლასი (მარო მაყაშვილის დარბაზი).
13:30 სთ. - ბავშვთა და მოზარდთა  თეატრ-სტუდიის Et Cetera სპექტაკლი „გოგოები+“ (სააქტო დარბაზი).
პარასკევი - 31 მაისი -  12:00 სთ. - საბავშვო მწერალი, პოეტი, დიანა ანფიმიადი - სამხატვრო სტუდია „მატისი“ – N55 და N63 საჯარო სკოლების,  II კლასი (მარო მაყაშვილის დარბაზი).
შაბათი 1 ივნისი - 13 სთ. - "ბასტი-ბუბუს" კონცერტი (სააქტო დარბაზი).



მისამართი:  ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი.

Print

« იხ. ყველა სიახლე