2012-02-21

საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა საყურადღებოდ!

ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო,

თსუ–საბავშვო უნივერსიტეტში მრავალი შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა
ხორციელდება. ეს საქმიანობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს სრული მხარდაჭერით მიმდინარეობს. ამ სახის პროგრამები ზრდის
მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაციას  და,აქედან გამომდინარე, მათში ჩართვა –
რეკომენდებულია.

გთხოვთ, დაავალოთ თქვენდამი რწმუნებული სკოლების პედაგოგებს, აქტიურად მიიღონ
მონაწილეობა ამ და ადრე გამოცხადებულ შემეცნებით/საგანმანათლებლო
პროგრამებში:


25 თებერვალს, შაბათს, 11 საათზე, მაღლივი კორპუსის 206 აუდიტორიაში
განახლდება ლექციები ნორჩ ეკონომისტთა სკოლაში .
კოორდინატორი – ქ–ნი მარი უკლება,მობ.: 593 780 258.

მიმდინარეობს მსურველთა ჩაწერა ნორჩ ასტრონომთა სკოლაში –
3 კვირის განმავლობაში მოსწავლეები თსუ მე–2 კორპუსში,პლანეტარიუმში
მოისმენენ 3 ლექციას ასტრონომიაში,. მოსწავლეთა ყოველი ჯგუფისათვის კვირაში 1
ლექცია ჩატარდება (ხანგრძლიობა 1–1,5 სთ.). დღე და საათი სკოლასთან
შეთანხმებით,კვირა დღის გარდა. სასურველია, ჯგუფში არა უმეტეს 25 მოსწავლისა
იყოს (ვითვალისწინებთ პლანეტარიუმის ზომას).
დაუკავშირდით პროფ. შალვა საბაშვილს, მობ.: 595 23 42 09;


მიიღეთ დამხმარე მასალა ქიმიაში – არაორგანული და ორგანული ქიმიის კურსი
ელ.ფორმატში. მასალის მისაღებად დაუკავშირდით დოქტ. მარინა ლომოურს, ტელ.:577 244 524.


ექსკურსია ზოოლოგიის მუზეუმში –ბიოლოგიის კორპუსი (მაღლივი კორპ.პირდაპირ)
თსუ–ში გაიხსნა ზოოლოგიის მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია. ეს უმდიდრესი
მუზეუმია სამხრეთ კავკასიაში, მასში 5 000 –ზე მეტი ექსპონატია დაცული.
მუზეუმი დაარსდა 1921 წელს, ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით. ექსკურსიის
შესათანხმებლად დარეკეთ მუზეუმის მენეჯერთან: ქ–ნი მზია ჯაველიძე, ტელ.:593 513 162.


ექსკურსია თსუ I–სა და II კორპუსში და ლექცია უნივერსიტეტის დაარსების
შესახებ– დროის შესათანხმებლად დარეკეთ დოქტ. მარინა ლომოურთან, ტელ.:577 244 524.

გაეცანით ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის მუშაობის განრიგს:

1.    თამარ გეგია _ „წიგნის ისტორია“ _ 17 თებერვალი
2.    გელა ცაავა _
„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები თანამედროვე ეტაპზე და ეთნო-პოლიტიკური
კონფლიქტი აფხაზეთში“ _ 24 თებერვალი
3.    ბონდო კუპატაძე _ „მონარქია

საქართველოში“ _ 2 მარტი
4.    გიორგი ჟუჟუნაშვილი _ „ქართლ-კახეთის სამეფოს

რუსეთთან შეერთების საკითხი“ _ 9 მარტი
5.    თეიმურაზ პაპასქირი _ „სტალინი და ჰიტლერი“ _ 16 მარტი
6.    ჯაბა
სამუშია _ „თამარ მეფის საფლავის საიდუმლოება“ _ 23 მარტი
7.    ნიკოლოზ
ჟღენტი – საქართველო – ევროპის ურთიერთობები შუა საუკუნეებში – 30 მარტი
კოორდინატორი – ქ–ნი ქეთი გოჩიტაშვილი, ტ.: 247 53 49, მობ.: 599 905 761.

Print

« იხ. ყველა სიახლე