2019-01-24
ინგლისურენოვანი ტრენინგი - ’’პროფესიული პროექტის შედგენა’’
თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან თანამშრომლობით, ნებისმიერ მსურველს, სთავაზობს 8 - საათიან ინგლისურენოვან ტრენინგს - ’’პროფესიული პროექტის შედგენა’’, რომელიც გაიმართება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში (მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი №3), სამშაბათს,
29 იანვარს, 9:00 საათზე.
ტრენინგი მიზნად ისახავს ინდივიდუალური პროფესიული გეგმის შემუშავების ტაქტიკისა და მეთოდოლოგიის შესწავლას.

ტრენინგის თემებია:
- პროფესიული პროექტის ირგვლივ, უკვე არსებული, მეთოდების და კითხვარების პრეზენტაცია.
- კონკრეტული, სტუდენტის პროფილის შესაფერისი, მეთოდის შერჩევა და გამოყენება.
- კოლექტიური აზროვნების და პრობლემის კოლექტიურად გადაჭრის წახალისება და პრაქტიკაში დანერგვა.
- ინოვაციური აზროვნების პროცესში სტუდენტის ჩაბმა.
ტრენინგს გაუძღვება პროფესიული სწავლებისა და ხელოვნების ეროვნული კონსერვატორიის (CNAM) პროფესორი კიმ ვუ პარიზიდან. CNAM-ს აქვს 158 პროფესიული გადამზადების ცენტრი, სადაც ამჟამად 69 000 სტუდენტი ეუფლება სხვადასხვა უნარ-ჩვევებს.
ჩატარების დრო - 2019 წლის 29 იანვარი, 9:00 – 18:00
ტრენინგის ენა - ინგლისური
მდებარეობა - თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკა
მისამართი: მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, №3

ტრენინგზე წინასწარ დარეგისტრირება აუცილებელია. დასარეგისტრირებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ,
27 იანვრამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები: სახელი, გვარი, უნივერისტეტის დასახელება, ფაკულტეტი, მობილურის ნომერი მისამართზე: cantt@sciencelib.ge
« იხ. ყველა სიახლე