ცხადდება მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ერთობლივ ორმაგი ხარისხის ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე მიგრაციის მართვაში.
მიგარციის მართვის სამაგისტრო პროგარამა შემუშავებულ იქნა ტემპუსის პროექტის: “მიგრაცია და უმაღლესი განათლება უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის” ფარგლებში, კონსორციუმში შემავალი 16 პარტნიორი უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობით.
მაგისტანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) - იწარმოებს
2016 წლის 29 აგვისტოდან - 2 სექტემბრის ჩათვლით.
სწავლის საფასური – სემესტრულად შეადგენს 1125 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად (ყოველი სემესტრის დასაწყისში და ბოლოს); ამას გარდა სწავლის საფასურზე ვრცელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად მოპოვებული გრანტი. მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ასევე მოქმედებს სტუდენტთა დაფინანსების შიდა საუნივერსიტეტო რეგულაციები.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება პირი რომელსაც აქვს ბაკალავრის ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: ჰუმანიტარული მეცნიერებები; სამართალი; ეკონომიკა და სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, წარმატებით გადალახავს საერთო სამაგისტრო გამოცდების ზღვარს (A, B ან C ტიპის ტესტი), ჩააბარებს წერით გამოცდას სპეციალობაში (ზოგადი ცოდნა მიგრაციის შესახებ) და გამოცდას ინგლისურ ენაში (ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი გათავისუფლდება უცხო ენის გამოცდისაგან).
პროგრამის ინტერდისციპლინურობიდან გამომდინარე პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს საერთო სამაგისტრო გამოცდებზე შეუძლიათ როგორც A ასევე B ან C ტიპის ტესტის ჩაბარება.
ჩაბარების მსურველები გთხოვთ დაუკავშირდეთ:
ნინო ფარსადანიშვილი–თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიგრაციის კომპეტენციის ცენტრი; მობ.:599 65 95 77;
nino.parsadanishvili@tsu.ge