2012-07-31
მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე „საერთაშორისო საწარმოთა მართვა“ (ბრძ. №98/01-01, 30.07.2012)მიღების ვადები:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება – 13 - 29 აგვისტო;
ბ) გამოცდა უცხო ენაში - 30 აგვისტო;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 31 აგვისტო;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 3 - 4 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 5 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში – 6 სექტემბერი;
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 7 სექტემბერი;
თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 10 - 11 სექტემბერი;
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;
კ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან – 13 - 14 სექტემბერი;
მ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება – 17 სექტემბერი.
საბუთების მიღება ხორციელდება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე
მის: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსი, ოთახი №416;
ტელეფონი:(+995 32) 2 30 41 49
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათის (3x4) ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (2012 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.
« იხ. ყველა სიახლე