2019-12-06

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით და დაიწყოს პრეტენდენტთა რეგისტრაცია.

2. პრეტენდენტთა რეგისტრაცია დაიწყოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019 წლის 9 დეკემბერს 10:00 საათიდან, მისამართზე ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, ოთახი №114.

3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატობის პრეტენდენტთა რეგისტრაციის  ბოლო  ვადად  განისაზღვროს  2019  წლის  13  დეკემბერი  18:00 საათი.

4. აკადემიური საბჭოს მიერ კონკურსანტების დოკუმენტური მონაცემების გაცნობა და პრეტენდენტებთან გასაუბრება განხორციელდეს 2019 წლის 16 დეკემბრიდან არაუგვიანეს 2019 წლის 23 დეკემბრისა.


5. აკადემიური საბჭოს მიერ პრეტენდენტების შეფასების განხორციელებისა და კონკურსის საფუძველზე შერჩეული ერთი კანდიდატურის წარმომადგენლობითი  საბჭოსათვის  წარდგენის  ბოლო  ვადად  განისაზღვროს 2019 წლის 25 დეკემბერი.

6. პრეტენდენტი უნდა იყოს:

ა) უმაღლესი განათლების მქონე;

ბ) ფინანსური ან/და მატერიალური ან/და ადმინისტრაციული რესურსების მართვის სფეროში გამოცდილების მქონე;

გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილების მქონე;

დ) 65 წელზე ნაკლები ასაკის.

7. პრეტენდენტმა სარეგისტრაციოდ უნდა წარადგინოს: ა) განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე; 
ბ)  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;

დ) ავტობიოგრაფია (CV);

ე) კონცეფცია და სამოქმედო გეგმა;

ვ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე;

ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა;

თ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.

Print

« იხ. ყველა სიახლე