ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-10-18

თსუ საბავშვო უნივერსიტეტისა და საზოგადოებრივი პროკურატურის ერთობლივი პროექტი "სამართლის საფუძვლები მოსწავლეებისათვის"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლებთან თანამშრომლობის შედეგად თსუ საბავშვო უნივერსიტეტი გთავაზობთ ახალ პროექტს, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ.

ახალი პროექტის ფარგლებში, თსუ საბავშვო უნივერსიტეტი, გენერალური პროკურატურის პროექტ "საზოგადოებრივ პროკურატურასთან" თანამშრომლობით, გთავაზობთ ერთობლივ სალექციო კურსს.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია საჯარო და კერძო სკოლას. ამისათვის, სკოლის დირექტორი, კლასის დამრიგებელი ან პასუხისმგებელი მასწავლებელი უნდა დარეგისტრირდეს თანდართულ ბმულზე.


Print

« იხ. ყველა სიახლე