ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად იენის უნივერსიტეტში (გერმანია)
http://www.uni-jena.de/
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის
დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებსა და
აკადემიურ და
ადმინისტრაციულ პერსონალს.
შემოთავაზებული მიმართულებები:
დოქტორანტურის სტუდენტები:
გერმანულენოვანი/ინგლისურენოვანი:
საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა, გერმანული ენა და ლიტერატურა, კავკასიური და სლავური ენები, ბიოლოგია, ანგლისტიკა, ამერიკისმცოდნეობა, არქეოლოგია
აკადემიური პერსონალი:
სამუშაო ენა: გერმანული ან ინგლისური
საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა, არქეოლოგია, ბიოლოგია, გერმანული ენა და ლიტერატურა
ადმინისტრაციული პერსონალი:
სამუშაო ენა: გერმანული ან ინგლისური
საგარეო ურთიერთობები, უწყვეტი განათლება
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
- ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი, 15 ოქტომბერი/ 17 ნოემბერი)
- დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
- შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა პირებმა 2016 წლის 1 თებერვლის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
- პასპორტის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (გერმანულ/ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- ნიშნების ამონაწერი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- CV-ს ევროპული ფორმატი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
- მოტივაციის წერილი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით) (დანართი 1)
- მაგისტრის დიპლომი
- წინასწარი მიღების წერილი (მეილით მიღებული თანხმობაც საკმარისია)
პერსონალი:
- პასპორტის ასლი
- ცნობა სამსახურიდან (გაცემული პერსონალის მართვის დეპარტამენტის მიერ ინგლისურ ენაზე)
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
- მოტივაციის წერილი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე)
- მასპინძელ უნივერსიტეტში დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე) (დანართი 2)
- წინასწარი მიღების წერილი (მეილით მიღებული თანხმობაც საკმარისია)
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სტუდენტები: 3, 6 ან 10 თვე
აკადემიური პერსონალი: 14-30 დღე
ადმინისტრაციული პერსონალი: 14 დღე
სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.
პერსონალი: დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო დაზღვევის მგზავრობის დაფინანსება.
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!!!
პრეზენტაცია იენის უნივერსიტეტის შესახებ (
დანართი 3)