2016-09-28

2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტთა საყურადღებოდ!

(იხილეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016 წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალური ანკეტა-კითხვარი)

წარსადგენი დოკუმენტაციის ვადა - 28 – 30 სექტემბერი.

(რექტორის 2016 წლის 14 სექტემბრის #157/01-01 ბრძანება)
წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ მე-3 კორპუსი, მის.: ი. ჭავჭავაძის გამზირი #11, ოთახი #107);
განცხადება;
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ფოტოსურათი 3/4 (ელექტრონული ვერსია ჩD-ზე);
ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული დიპლომის ან სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის
არსებობის შემთხვევაში);
ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან საგნის სწავლების თაობაზე (სავალდებულოა მოქმედი მასწავლებლებისათვის).

თსუ-ში მისაღები გამოცდის ვადები:

(რექტორის 2016 წლის 14 სექტემბრის #156/01-01 ბრძანება)
გამოცდა ჩატარდება ანალიტიკურ წერაში. მაქსიმალური შეფასება 40 ქულა. გამოცდა ჩაბარებულად ითვლება 21 და მეტი ქულის მიღების შემთხვევაში.

ა) გამოცდა – 3 ოქტომბერი (11 საათი, თსუ საგამოცდო ცენტრი, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ბიბლიოთეკის შენობა, მის.: უნივერსიტეტის ქ. #11);
ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 5 ოქტომბერი (იხილეთ თსუ ვებგვერდზე);
გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 6 ოქტომბერი (თსუ კანცელარია, პირველი კორპუსი, ოთახი # 114);
დ) საბოლოო შედეგების გამოცხადება – 7 ოქტომბერი (იხილეთ თსუ ვებგვერდზე);
ე) ხელშეკრულების გაფორმება – 10 - 11 ოქტომბერი (ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ მე-3 კორპუსი, მის.: ი. ჭავჭავაძის გამზირი #11, ოთახი #107.);

საკონტაქტო პირი:
ქეთევან ბაქანიძე – 577 506504
Print

« იხ. ყველა სიახლე