2016-09-16

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე
(რექტორის 2016 წლის 16 სექტემბრის N160 /01-01 ბრძანება)

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები

თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი სამაგისტრო პროგრამით (ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).

2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები (რექტორის 2016 წლის 16 სექტემბრის N160/01-01 ბრძანება)

•მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) - 16-19 სექტემბერი;
•გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) -  20 სექტემბერი (9 საათი);
•გამოცდის შედეგების გამოცხადება – 20  სექტემბერი (18 საათი);
•გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  21 - 23 სექტემბერი;
•აპელაციის შედეგების გამოცხადება – 24 სექტემბერი (18 საათი);
•გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 21 სექტემბერი (9 საათი);
•გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 21 სექტემბერი (18 საათი);
•გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 22 - 24  სექტემბერი;
•აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 25  სექტემბერი (18 საათი);
•გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 22 სექტემბერი;
•ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან  -  26 სექტემბერი;
•ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 26 სექტემბერი.

თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
•განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
•ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
•ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2016 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
•პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
•უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

საკონტაქტო ინფორმაცია:


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 1, თსუ I კორპუსი, ოთახი №208; ტელ.: (+995 32) 2 22 11 01-226

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ VI კორპუსი, II სართული, ოთახი №207; ტელ.: (+995 32) 2 25 17 35

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, მაღლივი კორპუსი, ოთახი №101 (რესურსცენტრი 1), ტელ.: (+995 32) 2 30 01 34, 2 30 36 71

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N107, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 – 31 71;


Print

« იხ. ყველა სიახლე