2011-02-15

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს სტაჟირებას უმაღლესი განათლების და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის შემდეგ დეპარტამენტებში:

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს სტაჟირებას  უმაღლესი განათლების და  
დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის  შემდეგ დეპარტამენტებში:

1.    სამართალშემოქმედების დეპარტამენტი -  3 სტაჟორი
2.    ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი -  1 სტაჟორი
3.    არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი-  1 სტაჟორი
4.    ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი -  1 სტაჟორი

წარმატებული კანდიდატები გაივლიან ექვს თვიდან  ერთ წლამდე ანაზღაურებად  სტაჟირებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში. სტაჟირების ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.

შრომითი ანაზღაურება:  400 ლარი

სტაჟიორთა შერჩევა მოხდება საკონკურსო წესით, რომელიც ჩატარდება ტესტირებისა (ზოგადი უნარები, პროფესიული ტესტირება და თარგმანი) და გასაუბრების ფორმით.

სამართალშემოქმედების დეპარტამენტი
ძირითადი მოვალეობები:
•    დეპარტამენტის თანამშრომელთა საქმიანობის ხელშეწყობა სამართლებრივი ექსპერტიზის პროცესში;
•    დეპარტამენტის თანამშრომელთა საქმიანობის ხელშეწყობა სამართალშემოქმედების პროცესში;
•    საჭიროების შემთხვევაში, მიღებული დავალების შესაბამისად, დამოუკიდებელი მუშაობა დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
•    უმაღლესი იურიდიული განათლება ან იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
•    ინგლისური ენის ცოდნა;
•    კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცონდა;
•    ანალიტიკური აზროვნება;
•    ინიციატივა;
•    შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი.

საკონკურსო თემატიკა

•    საქართველოს კონსტიტუცია;
•    „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
•    „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
•    „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონი;
•    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
•    საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (ზოგადი ნაწილი);
•    საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (წიგნი პირველი, წიგნი მეორე, წიგნი მესამე (ზოგადი ნაწილი).


 
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი

ძირითადი მოვალეობები:

•    სამართლებრივი ხასიათის დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და/ან გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში სახელმწიფო სახელით დავების წარმოებასთან (კონკრეტულად მოიცავს ევროპულ სასამართლოში/გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში წარდგენილ ინდივიდუალურ განაცხადებზე სახელმწიფო მიმოხილვეისა და სხვა ხასიათის სამართლებრივი დოკუმენტაციის მიწოდებას);
•    ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე კვლევის განხორციელება;
•    ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მიღებული სხვადასხვა ხასიათის დოკუმენტაციის განხილვა, გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაციის ევროპული სასამართლოსათვის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
•    უმაღლესი იურიდიული/საერთაშორისო სამართლის განათლება ან იურიდიული/საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის  დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ;
•    სასურველია საერთაშორისო სამართლებრივ მონაცემთა ბაზების (Westlaw, HeinOnline) ცოდნა;
•     ინგლისური ან ფრანგული ენის სრულყოფილი ცოდნა;
•     საოფისე პროგრამების ცოდნა;
•    ანალიტიკური აზროვნება;
•    წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
•    გუნდური მუშაობის უნარი;

საკონკურსო თემატიკა

1.    ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ძირითადი საერთაშორისო ხელშეკრულებები (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია და კონვენციის დამატებითი ოქმები; სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტი და დამატებითი ოქმები);

2.    ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი (განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საქმეები;
3.    საქართველოს კონსტიტუცია;

4.    სისხლის სამართალი:
  •   სისხლის სამართლის კანონის მოქმედების ფარგლები;
  •   სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძვლები, დაკავება და მისი ჩატარების წესი
  •   საქმის სასამართლო განხილვა;
  •   სასჯელის მიზნები და სახეები;
  •   სასჯელისაგან გათავისუფლება.
5.    სამოქალაქო სამართალი:
  •   სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა;
  •   ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით.




არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი

ძირითადი მოვალეობები :

•    საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოების პრეცედენტული სამართლის შესწავლა და მისი ანალიზი;
•    შიდასახელმწიფოებრივ და უცხოურ კანონმდებლობაში ან იურიდიულ ლიტერატურაში ინფორმაციის მოძიება;
•    შიდა კანონმდებლობის ანალიზი, დასკვნების მომზადება;
•    მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით ყოველდღიურ მუშაობაში (ტექნიკურ საკითხებზე) მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

•    უმაღლესი იურიდიული/საერთაშორისო სამართლის განათლება ან იურიდიული/საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის  დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
•    ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
•    სასურველია საერთაშორისო სამართლებრივ მონაცემთა ბაზების (Westlaw, HeinOnline) ცოდნა;
•    კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
•    წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
•    ანალიტიკური აზროვნება;
•    გუნდური მუშაობის უნარი.

საკონკურსო თემატიკა

1.    Investment Arbitrations:
a)    Direct and Indirect Expropriation, Fair and Equitable treatment standard, full protection and Security
b)    Most favorite Nation Treatment, Umbrella clauses in BIT’s, Stabilization Clauses;
c)    Investment;
d)    ICSID Convention – Jurisdictional Requirements, Annulment Grounds, Enforcement of ICSID Awards.
e)    Attribution of the Acts to the State (ILC Articles on State Responsibility)  

2.    Commercial Arbitrations
a)    Arbitration Agreement
b)    Separability
c)    Competence-Competence
d)    Validity of Arbitration Agreement under Georgian Law
e)    Enforcement of Foreign Arbitral Awards under Georgian Law
f)    Grounds for Challenge Under Georgian Law
g)    Enforcement of Awards in Foreign Countries, Grounds for the Challenge of Awards (NY Convention)
3.    Legal Instruments of Georgia related to Arbitration:
a)    Georgian Investment Law
b)    Georgian Law on Arbitrations
c)    Georgian Law on International Private Law
•    საერთაშორისო საჯარო სამართალი:
  •    შიდა სახელმწიფოებრივი რეგულირების როლი საერთაშორისო სამართალში;
  •    იურისდიქციის პრინციპები;
  •    იმუნიტეტის საკითხი სახელმწიფო იურისდიქციასთან მიმართებით;
  •    სახელმწიფო პასუხისმგებლობა;
  •    როდის შეიძლება დადგეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა? (ბრალის საკითხი;შერაცხადობა;მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებები; უცხოელთა ქონების ექსპროპრიაცია; დიპლომატიური დაცვა და მოთხოვნის წარდგენა ეროვნული ნიშნით; უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა).
    
•    სამოქალაქო სამართალი:
  • სამოქალაქო სამართლის ძირითადი პრინციპები _ სამოქალაქო სამართალურთიერთობის საფუძველი;
  • ვალდებულებითი სამართლის ზოგადი პრინციპები ზოგადად ვალდებულების წარმოშობასთან, მის შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებით;
  • ვალდებულების დარღვევა, პასუხისმგებლობა და ზიანის ანაზღაურების მოვალეობა;
  • სახელშეკრულებო სამართლის არსი, ხელშეკრულების დადება, სტანდარტული პირობები და ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობა;
  • ნასყიდობის, სესხის, იჯარის, ჩუქების ხელშეკრულებების მარეგულირებელი ნორმები.


ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ძირითადი მოვალეობები :

•    საკადრო ოპერაციების შესრულების პროცესში მონაწილეობსი მიღება და ხელშეწყობა;
•    ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ პროგრამაში მონაცემების განახლება;
•    თანამშრომელთა შერჩევის პროცესის მართვის ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
•    უმაღლესი განათლება ან  დამამთავრებელი კურსის სტუდენტი: იურიდიული ან   სოციალური მენციერების კუთხით;
•    კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel ) ცოდნა;
•    ინგლისური ენის ცოდნა;
•    ანალიტიკური აზროვნება;
•    ინიციატივა;
•    დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.

საკონკურსო თემატიკა

•    ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;
•    ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
•    ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;
•    ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №217 ბრძანება;
•    ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის  N104 ბრძანება.


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) მისამართზე: vacancy@justice.gov.ge 2011 წლის 2 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით.
გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი დეპარტამენტის დასახელება სათაურის ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

Print

« იხ. ყველა სიახლე