ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-05-15

„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“, რომელსაც უკვე ორი წელია ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აცხადებს მონაწილეთა მიღებას ინგლისური ენის სწავლების მსურველთათვის ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლებისათვის. პროგრამაში მონაწილეობისთვის, კანდიდატები უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას. მსურველებს, ვისაც ექნებათ ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერ დისციპლინაში და მინიმუმ ერთი წლის მანძილზე იმუშავებენ რეგიონის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მოხალისე-მასწავლებლად,  სახელმწიფო გრანტის ფარგლებში დაუფინანსდებათ მაგისტრატურაში სწავლა. შერჩეული მონაწილეები, საჯარო სკოლაში მუშაობის პერიოდში, მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 500 ლარის ოდენობით.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებ-გვერდს www.tlg.gov.ge (ქართული ვერსია) ან მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: contact@tlg.gov.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე