მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლო კვირაში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ქართული ლიტერატურის კომისიასთან ერთად მეცნიერების კვირეულის ფარგლებში ჩაატარებს კონფერენციას:
"ინოვაციები XXI საუკუნის ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში".
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ა. წ.
29 ივნისამდე განსახილველად უნდა წარმოადგინონ მოხსენების სათაური მცირე ანოტაციასთან (დაახლოებით ნახევარი გვერდი) ერთად, რომელშიც გამოკვეთილი იქნება ის სიახლე ქართული ლიტერატურის ისტორიის თუ ქართული ლიტერატურული კრიტიკის თვალსაზრისით, რასაც შემოთავაზებული მოხსენება ეძღვნება.
კონფერენციის კოორდინატორი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი
ელგუჯა ხინთიბიძე.
საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ, ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #13;
ტელ.: +995 32 2 290833;
ელ. ფოსტა:
khintibidze@yahoo.com