2015-02-10

„მოსწავლის თვალით დანახული საქართველოს ტყეები’’

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “საბავშვო უნივერსიტეტი“ და  “თსუ-ეკო კლუბი“ გთავაზობთ  მონაწილეობას კონკურსში „მოსწავლის თვალით დანახული საქართველოს ტყეები’’. კონკურსი ეძღვნება ტყის საერთაშორისო დღეს, რომელიც 21 მარტს აღინიშნება.

ტყის ფუნცქციონალური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ჟანგბადის გამოყოფით. მას ასევე წყალდაცვითი, ნიადაგდაცვითი და რეკრეაციული დატვირთვაც აქვს. კონკურსი მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების დაინტერესებას ტყის მნიშვნელობით და მათი ჩართულობის გაზრდას  ტყისდაცვით ღონისძიებებში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ყველა სკოლის მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელ პედაგოგებს.

კონკურსის პირველი ეტაპი დაიწყება 9 თებერვალს და დასრულდება  9 მარტს.

პირველ  ეტაპზე ტყის პრობლემები და მათი მოგვარების პერსპექტივები მოსწავლეებმა ვიზუალურად უნდა გამოსახონ ნახატის, ნახაზის,  სქემის და ა.შ. სახით.  ნამუშევარი შესრულებული უნდა იყოს A2 ფორმატზე.

ნამუშევარს უნდა შეურჩიოთ სახელი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ტყის დაცვის თემას და ნამუშევრის ამსახველი ფოტოსურათი გამოგზავნოთ ელ.მისამართზე: tsuecoclub@tsu.ge (მიუთითეთ შემდეგი ინფორმაცია: ქალაქი, სკოლა, კლასი, ხელმძღვანელისა და ავტორის/ების სახელი/ები და გვარი/ები).

შეირჩევა 50-მდე საუკეთესო ნამუშევარი შემდეგ ეტაპზე - გამოფენაში მონაწილეობისთვის. შერჩეული ნამუშევრების ავტორებმა  “თსუ-ეკო კლუბში“ უნდა წარმოადგინონ  ნამუშევრების ორიგინალები (არა ფოტო, არამედ A2 ფორმატზე შესრულებული). ინფორმაცია გამოფენაში მონაწილეობის შესახებ დაეგზავნება სკოლებს მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართზე.

კონკურსის მეორე ეტაპი  -  გამოფენა: საუკეთესო ნამუშევრები გამოიფინება 21 მარტს, ტყის დაცვის საერთაშორისო დღეს, თსუ პირველ კორპუსში.

კონკურსის მესამე ეტაპი - ფინალი:  კონკურსის ფინალი გაიმართება 21 მარტსვე, თსუ პირველ კორპუსში.

გამოფენის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებული დაჯილდოვდება უნივერსიტეტის მიერ დაწესებული პრიზით.

Print

« იხ. ყველა სიახლე