თსუ კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრი თსუ სტუდენტების, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის პორტუგალიური ენის პირველი დონის კურსს ხსნის. კურსის 1 სემესტრი (24 სექტემბრიდან 9 იანვრამდე) ითვალისწინებს 24 გაკვეთილს და გამოცდას. გაკვეთილები ჩატარდება
თსუ მეორე კორპუსში, 203-ე ოთახში (თსუ კამოეშის ცენტრი).
პორტუგალიური ენის შესწავლის მსურველებმა
20 სექტემბრამდე უნდა გააგზავნოთ მეილი ელექტრონულ მისამართზე:
vera.peixoto@tsu.ge, სადაც აფიქსირებთ, რომ დაინტერესებული ხართ კურსში მონაწილეობით, (პირველ გაკვეთილზე თან იქონიეთ სტუდბილეთი).
დამატებითი ინფორმაცია:
- კურსი
უფასოა;
- A2 სერტიფიკატი გაიცემა კურსის გავლის შემდეგ;
- მიიღებიან მხოლოდ თსუ სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები;
- თითოეულ კლასში 15 სტუდენტამდეა ( სტუდენტთა მაღალი რაოდენობის შემთხვევაში გაიხსნება დამატებითი კლასები ოთხშაბათს და პარასკევს);
- წიგნების შეძენა სავალდებულო არ არის;
- ისწავლება, როგორც
ევროპული პორტუგალიური, ისე
ბრაზილიური პორტუგალიური ენები;
- სამუშაო ენაა ინგლისური;
კურსს გაუძღვება პორტუგალიელი პროფესორი
ვერა პეიშოტო ( პორტოს უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი; პორუგალიური ენის და ლიტერატურის მასწავლებელი უტრეხტის უნივერსიტეტში 2008-2013 წლებში. თსუ კამოეშის ცენტრის ხელმძღვანელი 2013 წლიდან)
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ბლოგს და ფეისბუქის გვერდს:
portugueseattsu.wordpress.com ||
facebook.com/portugueseattsu