2019-11-29
კონკურსი სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის მიზნით ერაზმუს+ აკადემიური სტაჟირების პროგრამის სტიპენდის მოსაპოვებლად ლუნდის უნივერსიტეტში (შვედეთი)
ცხადდება კონკურსი სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის მიზნით ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ აკადემიური სტაჟირების პროგრამის სტიპენდის მოსაპოვებლად
ლუნდის უნივერსიტეტში (შვედეთი)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის მეორე, მესამე და
მეოთხე სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებიდან: ბიოლოგია და გამოყენებითი ბიომეცნიერებები.
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა სტუდენტებმა
ა/წ 10 დეკემბერს 14:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ.ფოსტაზე:
outgoingmobility@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
მიმდინარე სემესტრის საგნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე)
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (TOEFL, IELTS (5.5) ან 2019 წლის 13 მარტს, ან 2019 წლის 1-2 ოქტომბერს თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა)
ბაკალვრის დიპლომი
ბაკალავრის დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება
დანართი 1
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
დამატებითი ინფორმაცია:
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით:
outgoingmobility@tsu.ge
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
« იხ. ყველა სიახლე