2019-09-25

რეგისტრაცია აფხაზური ზეპირმეტყველების დაწყებით კურსზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში 2019 წლის 1 ოქტომბრიდან იწყება მსმენელთა რეგისტრაცია აფხაზური ზეპირმეტყველების დაწყებით კურსზე.

კურსს გაუძღვებიან ცენტრის მთავარი სპეციალისტები ლეილა ავიძბა და ესმა კოკოსკერია.

მსურველებმა უნდა მიმართონ შემდეგ მისამართზე: თბილისი. ჭავჭავაძის გამზ. #13. თსუ მე-8 კორპუსი, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრი. საკონტაქტო პირი: ნინო ბერძნიშვილი. ტელ.: 2916026; ელ.ფოსტა: nino_berdznishvili@hotmail.com.


Print

« იხ. ყველა სიახლე