2011-03-14

ფოტოგრაფიისა და ვედეოოპერატორობის საფუძვლები

თსუ აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრი
გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსს
„ფოტოგრაფიისა და ვიდეოოპერატორობის საფუძვლები“


კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ექნება თანამედროვე ციფრული და ტრადიციული ფოტოკამერების შესახებ საწყისი თეორიული ცოდნა და მათი მოხმარების პრაქტიკული უნარ–ჩვევები. მსმენელი შეისწავლის კომპოზიციის საფუძვლებს ფოტო და ვიდეოგადაღების პროცესში, გაეცნობა ფოტო და ვიდეომასალის კომპიუტერული დამუშავების პროგრამებს, შეეძლება ტექნიკური და მხატვრული თვალსაზრისით გამართული პორტრეტის, პეიზაჟის, ჟანრული სცენის, რეპორტაჟის, ოჯახური ზეიმისა და სხვა სიუჟეტის გადაღება.


კურსის ხანგრძლივობა – 3 თვე
კურსის ღირებულება – 300 ლარი
პროგრამის ხელმძღვანელი – მერაბ კოკოჩაშვილი

პირველ ჯგუფში მსურველების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2011 წლის 4 აპრილი.

ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ თსუ აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრში. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 3, ოთახი № 320, ტელ.: 22 36 52, ელფოსტა: tsuLLL@tsu.ge



Print

« იხ. ყველა სიახლე