2016-12-06
საქართველოს ბანკის ღია კარის დღე
8 დეკემბერს, 14:00 საათზე, თსუ-ს მე-10 (მაღლივ) კორპუსში, აუდიტორია #206 (უნივერსიტეტის ქუჩა #2) საქართველოს ბანკი გამართავს ღია კარის დღეს, სადაც დაინტერესებულ სტუდენტებს (მე-3,4 კურსი) წარუდგენენ პრეზენტაციას ბანკში არსებული პოზიციისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ.
პრეზენტაციაზე, საქართველოს ბანკი შემოგთავაზებთ ვაკანსიებს კონსულტანტის პოზიციაზე. ამ პოზიციის სამუშაო გრაფიკი სპეციალურად სტუდენტებზეა მორგებული და დღეში ოთხსაათიანი სამუშაო გრაფიკის პირობებში სტუდენტებს აძლევს საშუალებას, გამოიმუშაონ დამატებითი ყოველთვიური შემოსავალი.
კონსულტანტის ძირითადი ფუნქციებია:

- სერვისცენტრში შემოსულ მომხმარებელთან პირველადი გასაუბრება, მათი საჭიროებების დადგენა;
- მომხმარებლის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი რჩევის მიცემა;
- ტერმინალების დახმარებით სერვისის გაწევა ან შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება;
- მომხმარებლებისთვის სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზება;
- სერვის ცენტრში არსებული რიგების მართვა.
« იხ. ყველა სიახლე