2017-04-20
Wings for Life World Run 2017
7 მაისს, კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში Wings for Life World Run 2017 უკვე მეოთხედ გაიმართება.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პირველი 100 დარეგისტრირებული სტუდენტის მონაწილეობის საფასურს თსუ დაფარავს. ასეულში მოხვდებიან მხოლოდ სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე პირები, რომლებიც სრულად შეავსებენ სპეციალურ სარეგისტრაციო ფორმას.
რეგისტრაცია 26 აპრილამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, სტუდენტები, რომლებიც მოხვდებიან პირველ ასეულში შეტყობინებას მიიღებენ ელ.ფოსტაზე.
მონაწილეობის საფასური ერთ ადამიანზე შეადგენს 30 ლარს და პირდაპირ ირიცხება Wings for Life-ის ფონდში, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.
ღონისძიება აერთიანებს 6 კონტინენტს, 24 ქყვეყანასა და 25 ლოკაციას, ერთსა და იმავე დროს, ერთი მიზნით - გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი!
რბენა მთელს მსოფლიოში ერთსა და იმავე დროს იწყება - ყველა მორბენალს აქვს ერთი სტარტი და განსხვავებული ფინიში. მსოფლიო რბენის დასრულებისას გამოვლინდებიან ადგილობრივი და მსოფლიო გამარჯვებულები. საქართველოში გაიმარჯვებს ის ქალი და მამაკაცი, რომელსაც ყველაზე ბოლოს დაეწევა ე.წ. „Catcher Car” – მოძრავი ფინიშის მანქანა; გლობალური გამარჯვებულები კი გახდებიან მორბენლები რეკორდული მაჩვენებლით მთელი მსოფლიო შედეგების გათვალისწინებით.
მსოფლიო რბენის მიზანია, Wings for life ფონდისთვის თანხების მოძიება, შესაბამისად, რეგისტრაციიდან და სპონსორობიდან შემოსული თანხის 100% ზურგის ტვინის დაზიანების კვლევის ფონდში ირიცხება (სამეცნიერო და კლინიკური კვლევების დაფინანსება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დაავადების განკურნების გზების აღმოჩენისა და გლობალური პრობლემის მოგვარების მიზნით).

« იხ. ყველა სიახლე