2011-11-22
გვაქვს პატივი მოგიწვიოთ II საერთაშორისო სიმპოზიუმზე ლექსიკოგრაფიაში, რომელიც გაიმართება 2012 წლის 18 – 20 მაისს ქ. ბათუმში. სიმპოზიუმს უმასპინძლებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სიმპოზიუმის ორგანიზატორები არიან:
-
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტი;
-
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი;
-
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი.
სიმპოზიუმის მიზანია:
-
უშუალო დიალოგის შესაძლებლობა მისცეს პროფესიონალ ლექსიკოგრაფებს, პრაქტიკული ლექსიკოგრაფიისა და ლექსიკოლოგიის უახლესი პრობლემების მკვლევრებს, კორპუსზე მომუშავე სპეციალისტებს, გამომცემლებს, ელექტრონულ და ონლაინლექსიკონებზე, ელექტრონულ ბაზებზე მომუშავე პროგრამისტებსა და, ზოგადად, ლექსიკოგრაფია-ლექსიკოლოგიით დაინტერესებულ პირებს;
-
მოაწყოს დასრულებული და მიმდინარე ლექსიკოგრაფიული პროექტების პრეზენტაცია, გამოცემული ლექსიკონების გამოფენა, ელექტრონული და ონლაინლექსიკონების დემონსტრირება, ახალი იდეების აპრობაცია;
-
განსაზღვროს ლექსიკოგრაფიის შემდგომი განვითარების სტრატეგია და შეიმუშაოს რეკომენდაციები ლექსიკოგრაფიის ეროვნული პროგრამის შექმნისათვის საქართველოში;
-
შეაფასოს ელექტრონული ბაზების შექმნის მიმდინარეობა საქართველოში და მისი გამოყენების პერსპექტივები ქართულ ლექსიკოგრაფიაში;
-
ხელი შეუწყოს ქართული ლექსიკოგრაფიის ისტორიის საკითხების კვლევას;
-
ხელი შეუწყოს ახალი ტიპის ლექსიკონების დანერგვას საქართველოში.
სიმპოზიუმზე საჯარო ლექციებს წაიკითხავენ გამოცდილი ქართველი და უცხოელი ლექსიკოგრაფები. ასევე გაიმართება ლექსიკოგრაფიული პროექტების, ელექტრონული და ონლაინლექსიკონების პრეზენტაციები.
სიმპოზიუმის მოხსენებების თემატიკა:
-
დასრულებული და მიმდინარე ლექსიკოგრაფიული პროექტები;
-
დარგობრივი (ტერმინოლოგიური) ლექსიკოგრაფია და სპეციალური ენები;
-
ლექსიკოლოგიური პრობლემატიკა;
-
ლექსიკონთა აგების პრინციპები;
-
ლექსიკოგრაფია ენების სწავლებისათვის;
-
ელექტრონული კორპუსები და ლექსიკოგრაფია;
-
ლექსიკონების ახალი ტიპები;
-
ქართული ლექსიკოგრაფიის ისტორია.
ზემოხსენებული საკითხები არ ზღუდავს სხვა ლექსიკოგრაფიულ (ლექსიკოლოგიურ) თემატიკას, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს სიმპოზიუმზე გასატანად.
სიმპოზიუმზე გაიმართება
დისკუსია მრგვალ მაგიდასთან შემდეგ თემაზე:
-
ელექტრონული კორპუსები და მისი გამოყენების პერსპექტივები ქართულ ლექსიკოგრაფიაში.
სიმპოზიუმის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
სიმპოზიუმის რეგლამენტი:
საჯარო ლექცია 40 წუთი
პრეზენტაცია 30 წუთი
მოხესენება 20 წუთი
მსჯელობა 10 წუთი
რეგისტრაცია
სიმპოზიუმის მონაწილედ დარეგისტრირებისათვის ქვემოთ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე გამოგზავნეთ შემდეგი ინფორმაცია:
-
მომხსენებლის / სიმპოზიუმის მონაწილის სახელი და გვარი;
-
აკადემიური თანამდებობა, სამეცნიერო ხარისხი, ორგანიზაცია;
-
მოხსენების სათაური;
-
საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომრები).
symposium@dictionary.ge
აღნიშნულ მისამართზე თქვენი მონაცემების გამოგზავნის შემდეგ მიიღებთ რეგისტრაციის გავლის დამადასტურებელ წერილს.
სიმპოზიუმის მოხსენება და თეზისები
გთხოვთ სიმპოზიუმის მოხსენების თეზისები გამოაგზავნოთ 2012 წლის 1 მარტამდე ელ-ფოსტის მისამართზე: symposium@ dictionary.ge
ფონტი: სილფაინი, Times New Roman
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი თითო ენაზე
თეზისები უნდა მომზადდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე (ქართველი მონაწილეებისათვის).
თეზისების მიღებისთანავე დაგიბრუნდებათ შეტყობინება, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი მასალა შეესატყვისება სიმპოზიუმის მოთხოვნებს და გადაეცა სარედაქციო კოლეგიას.
2012 წლის 1 აპრილს წერილობითი ფორმით გეცნობებათ, რომ თქვენი მოხსენება ჩართულია სიმპოზიუმის პროგრამაში.
გთხოვთ, 2012 წლის 20 აპრილამდე სიმპოზიუმის სარეგისტრაციო თანხა - 100 ლარი - გადარიცხოთ ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე:
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები:
მიმღები ბანკი: სს „ბაზისბანკი“
ბანკის კოდი: CBASGE22
მიმღების დასახელება: ა/ა სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“
IBAN: GE69 BS00 0000 0000 133557
გადარიცხვისას მიუთითეთ:
II საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში - 2012
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საორგანიზაციო კომიტეტს.
საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმი, ნინოშვილის 35;
ტელ./ფაქსი: 8 422 27 23 74
პროფ. მარინა გიორგაძე, ევროპეისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
marina_giorgaze@yahoo.com
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 36
ტელ.: 8 790 26 95 55
პროფ. თინათინ მარგალიტაძე, ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი
symposium@dictionary.ge
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თბილისი, ინგოროყვას 8. ტელ.: 2 99 99 41
მარიამ მანჯგალაძე, ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე
mariam@ice.ge
სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი:
ალექსანდრე კვიტაშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
ალიოშა ბაკურიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორი, პროფესორი;
ავთანდილ არაბული - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
წევრ-კორესპონდენტი, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე;
მარინე აროშიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სლავისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;
შუქია აფრიდონიძე - ილიას უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
მარინე გიორგაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;
ირინე გოშხეთელიანი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროფესორი;
ლალი ეზუგბაია - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი;
დარეჯან თვალთვაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
მარიამ მანჯგალაძე - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
თინათინ მარგალიტაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი.
კარლა მარელო - ტურინის უნივერსიტეტის უცხო ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გამოყენებითი ენათმეცნიერების მიმართულების პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამების ვიცე-პრეზიდენტი;
მამია ფაღავა - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი;
დავით ჩომახიძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
სიმპოზიუმის მასალების სარედაქციო კოლეგია:
ავთანდილ არაბული - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
წევრ-კორესპონდენტი, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე;
შუქია აფრიდონიძე - ილიას უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი,
არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
მარინე ბერიძე - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების განყოფილების ხელძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
ლალი ბინიაშვილი - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ქეგლის ახალი რედაქციის მეორე ტომის რედაქტორი;
მარინე გიორგაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;
ლალი ეზუგბაია - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი;
თამარ ვაშაკიძე - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
დარეჯან თვალთვაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
თინათინ მარგალიტაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი;
კარლა მარელო - ტურინის უნივერსიტეტის უცხო ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გამოყენებითი ენათმეცნიერების მიმართულების პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამების ვიცე-პრეზიდენტი;
გიორგი მელაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრის უფროსი რედაქტორი;
ლია ქაროსანიძე - არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
ENG
« იხ. ყველა სიახლე