2016-09-30

2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის თსუ-ს უცხოენოვან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!

Erasmus+ და თსუ-ს უცხოენოვან გაცვლით პროგრამებში (ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში) მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, სავალდებულო ინსტიტუციონალურ ენის ტესტირებაზე დასარეგისტრირებლად არაუგვიანეს 2016 წლის  10 ოქტომბრის 18 საათისა უნდა გააგზავნონ ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (ქართულ ენაზე) ელ-ფოსტაზე: examcenter@tsu.ge.
  • მეილის სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი და სასურველი ენა: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური ან ესპანური.
  • მეილის ტექსტში მიუთითეთ საკონტაქტო მობილურის ნომერი.
ტესტის ჩაბარების უფლება აქვთ თსუ ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის, მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის, დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს!

ტესტის ჩაბარების უფლება აქვთ ბაკლავრიატის მეშვიდე სემესტრის იმ სტუდენტებს, რომლებიც აპირებენ რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტის ( INSA) პროგრამაში მონაწილეობას!

ტესტირება გაიმართება 2016 წლის 12 ოქტომბერს 10:00-ზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).

გთხოვთ, ტესტირებაზე აუცილებლად იქონიოთ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა!











Print

« იხ. ყველა სიახლე