2020-01-10
კონკურსი ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის ერაზმუს+ სტიპენდიის მოსაპოვებლად ბრაგანცას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (პორტუგალია)
ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიის მოსაპოვებლად ბრაგანცას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (პორტუგალია)
2020 წლის 29 ივნისის - 3 ივლისის პერიოდში პერსონალის კვირეულზე დასასწრებად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალური ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ადმინისტრაციულ პერსონალს, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ადმინისტრაციულ პერსონალს და ამავე ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებების აკადემიურ პერსონალს.
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; თსუ-ს შესაბამისი სამსახურის უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული):
დანართი 1
დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (E-mail: joanaguiar@ipb.pt) (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა
2020 წლის 31 იანვრის 16:00 საათამდე უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
outgoingmobility@tsu.ge!
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
7 დღე
სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი ინფორმაცია:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით:
outgoingmobility@tsu.ge;
გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ.ფოსტის საშუალებით.
« იხ. ყველა სიახლე