ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-08-31

ცხადდება მიღება ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე 2017/2018

ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას 2017–2018 სასწავლო წლისათვის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ევროპისმცოდნეობაში, ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობის შესაძლებლობითა და საჯარო და კერძო სექტორებში სტაჟირების შეთავაზებით.
 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი დაარსდა 2007 წელს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ეფუძნება თსუ–ის ოთხ ფაკულტეტს:
•იურიდიული ფაკულტეტი;
•ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
•სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
•ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;   

ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი და კურსის სილაბუსები შედგენილია უცხოელი ექსპერტების მიერ ევროპისმცოდნეობის წამყვანი ევროპული პროგრამების გათვალისწინებით.

ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი მოიცავს ოთხ ძირითად საგანს დამფუძნებელი ფაკულტეტებიდან:
•ევროკავშირის სამართალი
•ევროკავშირში ინტეგრაციის ეკონომიკა    
•ევროპის ისტორია
•მმართველობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი ევროკავშირში

ჩამოთვლილი საგნების გარდა კურიკულუმში შესულია შემდეგი სავალდებულო და არჩევითი კურსები:
•ევროპული ინტეგრაციის თეორიები
•თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის
•აღმოსავლეთ ევროპის ევროპეიზაცია
•ევროკავშირის განვითარება და მოსახლეობა
•ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი
•ევროპის კულტურული მოზაიკა
•ევროპული პოლიტიკა
•საერთაშორისო საინვესტიციო სამართალი
•საერთაშორისო საჯარო სამართალი
•საჯარო პოლიტიკის ანალიზი
•სტატისტიკა
•სამართლის თეორია
•კვლევის დიზაინი

ევროპული კვლევების ინსტიტუტის ზოგიერთი  პარტნიორი უნივერსიტეტი ევროკავშირში საიდანაც ხდება  უცხოელი პროფესორების მოწვევა და წარმატებული სტუდენტების მივლინება:
•თრინითის კოლეჯი დუბლინი;
•ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი;
•გრაცის უნივერსიტეტი, ავსტრია;
•ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი;
•სლოვენიის ლუბლიანას უნივერსიტეტი;
•გრენობლის პიერ მენდესის საფრანგეთის უნივერსიტეტი;
•ათენის პანთეონის ბერძნული უნივერსიტეტი;
•ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი;

სწავლის ღირებულება - სემესტრულად შეადგენს  1500 ლარს.

დიპლომს გასცემს თსუ იურიდიული ფაკულტეტი.
მსურველებს ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ   საერთო სამაგისტრო გამოცდები (ნებისმიერი კატეგორიის A, B ან C ტიპის ტესტი), რის საფუძველზეც მოპოვებული გრანტი საფასურის დაფარვის ნაწილში მოქმედებს.

სამაგისტრო პროგრამაზე  სწავლება სრულად ინგლისურენოვანია.

2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  მაგისტრატურაში მიღების ვადები:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) - 29 აგვისტო - 4 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) -  6 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 7  სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  8 - 12 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 14 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 8 სექტემბერი;
ზ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი;
თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 12 - 14  სექტემბერი;
ი) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 16  სექტემბერი;
კ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან -18 - 20 სექტემბერი;
ლ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა -  22 სექტემბერი;
მ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 25 სექტემბერი.

მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა)  განცხადება რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2017 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მონაწილეობის დამადასტურებელი საგამოცდო ბარათის ასლი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ევროპული კვლევების ინსტიტუტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, მე-2 კორპუსი, მე-4 სართული, ოფისი 406
ტელ: (+ 995) 32 2 22 78 99
მობ: (+ 995) 595 770 110


Print

« იხ. ყველა სიახლე