ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-04-08

სტუდენტური კონფერენცია „კავკასია გზაჯვარედინზე - რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მე-4 ერთობლივ სტუდენტურ კონფერენციას „კავკასია გზაჯვარედინზე - რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები“ გამართავს.

კონფერენციის სამუშაო თემები:
საერთაშორისო ურთიერთობები: კავკასია და ზესახელმწიფოების ინტერესთა კონფლიქტი - რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები;
საჯარო ადმინისტრირება: საჯარო სექტორის რეფორმირება: საერთაშორისო გამოცდილება და არსებული გამოწვევები;
ეკონომიკა: ეკონომიკური რეფორმები, ეკონომიკური პოლიტიკა და ბიზნესის განვითარება კავკასიის რეგიონში;
სამართალმცოდნეობა: კანონის უზენაესობა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხები კავკასიაში;
სოციოლოგია: საზოგადოებრივ აზრთა ფორმირების პროცესი კავკასიის რეგიონში და გამოწვევები სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის მე–3 და მე–4 კურსის სტუდენტებსა და მაგიტრანტებს.მონაწილეობის მსურველებმა აბსტრაქტები უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: nsamkharadze@ibsu.edu.ge.

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.

მნიშვნელოვანი თარიღები:

აბსტრაქტების გამოგზავნის ვადა: 10 მაისი,  23:55 საათის ჩათვლით;
მოხსენების სრული ტექსტის გამოგზავნის ვადა: 27 მაისი, 23:55  საათის ჩათვლით;
კონფერენციისთვის მოხსენება, პრეზენტაციის სახით: 4 ივნისი, 23:55 საათის ჩათვლით;
კონფერენციის ჩატარების დრო: 2016 წლის 11 ივნისი.

მისამართი: N2, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13კმ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დეტალური ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის ვებგვერდზე



Print

« იხ. ყველა სიახლე