2013-01-30
მოკლევადიანი გრანტები დოქტორანტებისთვის და ახალგაზრდა მკვლევარებისთვის
”კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელი”(Academic Swiss Caucasus Net) 5-წლიანი პროგრამაა, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარება. იგი ფინანსდება ”გებერტ რიუფ ფონდიდან” და ხორციელდება ფრიბურგის უნივერსიტეტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინტერფაკულტეტური ინსტიტუტის მიერ.პროგრამა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულების მკვლევარებს შესაძლებლობას მისცემს მოკლევადიანი გრანტები მოიპოვონ ფრიბურგისა და შვეიცარიის სხვა უნივერსიტეტებში. გრანტები დოქტორანტებს და ასისტენტ პროფესორებს სთავაზობს:
- შვეიცარიაში გამართულ კონფერენციებში მონაწილეობას;
- მეცნიერთა გაცვლით პროგრამებს, შვეიცარიის აკადემიურ ინსტიტუტებში ვიზიტებს, რომელთა მიზანიცაა თანამშრომლობის ხელშეწყობა;
- სპეციფიკურ კვლევით პროექტებთან დაკავშირებულ ვიზიტებს;
- სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობის პროცესში შვეიცარიის უნივერსიტეტების კვლევითი ინფრასტრუქტურის გამოყენებას(ბიბლიოთეკები, კვლევითი ცენტრები, პუბლიკაციები და სხვა).
დეტალური ინფორმაცი, სააპლიკაციო ფორმა და ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ პროგრამის ვებგვერდზე:
http://ascn.ch/en/grants_scholarships/Short-term-grants.html
« იხ. ყველა სიახლე