2012-09-10
(ნორვეგია) 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2013 წლის იანვარი-მაისი) 4 თვიანი სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად
შემოთავაზებულია ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამები: „მრავალკულტურული იდენტობა მსოფლიოში“ (30 ECTS) და „ფილოსოფია საბავშვო ბაღსა და სკოლაში“ (30 ECTS) (http://www.hioa.no/eng/Programmes/Courses-taught-in-English2).
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
-
CV (ინგლისურ ენაზე)
-
ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით)
-
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, 5 ეგზემპლარად)
-
რეკომენდაციის წერილი შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისგან (ინგლისურ ენაზე)
-
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
-
პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
-
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)
-
2 ფოტო (3/4)
ოსლოს საუნივერსიტეტო კოლეჯი გამარჯვებულ სტუდენტებს ათავისუფლებს სწავლის გადასახადისგან და უზრუნველყოფს ყოველთვიური სტიპენდიითა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებით.
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2012 წლის 26 სექტემბერი
კონტაქტი: ანი ჭელიშვილი, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, ელ-ფოსტა: ani.chelishvili@tsu.ge
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ I კორპუსი, ოთახი 121
ინფორმაცია გაავრცელა თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტმა
« იხ. ყველა სიახლე