2020-07-18

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება დოქტორანტურის საგანმანათლებლო  პროგრამებზე (ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ №137/01-01, 17.07.2020)

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები

თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები გათვალისწინებულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები
(ბრძანება დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ №130/01-01, 13.07.2020)
  • საბუთების მიღება - 24 – 31 აგვისტო;
  • გამოცდა უცხო ენაში - 2 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება - 4 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 7 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 8 სექტემბერი;
  • გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) - 7 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება - 8 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 9 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი;
  • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 11-14 სექტემბერი;
  • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 15 სექტემბერი;   
  • ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან  - 16 – 17 სექტემბერი;
  • საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო  პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 18 სექტემბერი;
  • ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 21 სექტემბერი.

მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დოკუმენტების მიღება 10:00 - 17:00 სთ.)
:
  • განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
  • განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2020 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
  • ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
  • სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი), ოთახი 303, ტელ.:(+995 32) 2 25 04 84;
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 1, თსუ I კორპუსი, ოთახი №204; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84;
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №14. თსუ IV კორპუსი, III სართული, ოთახი №301; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84. შიდა 6240;
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ X კორპუსი, III სართული, ოთახი № 307, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა 9768;
მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N330 (კანცელარია). ტელ.: (+995 32)  2 25 04 84 შიდა 1059;
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N205, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა - 3225, 3224.

Print

« იხ. ყველა სიახლე