2010-06-10

უცხო ქვეყნისა და უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

უცხო ქვეყნის მოქალაქეები და უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხებიან  ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

თსუ–ში სწავლის გაგრძელების მსურველმა  უცხოეთის მოქალაქეებმა და უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და თსუ–ს სასწავლო დეპარტამენტს.

თსუ–ში უნდა წარმოადგინონ:

ა) საქარველოს მოქალაქეებმა:
    განაცხადი;
–    საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
–    სკოლის ატესტატისა და ნიშნების ფურცლის ქართულად თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი  (აბიტურიენტთათვის);
–    ქართულად თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ნიშნების ფურცლისა, რომელშიც მითითებული იქნება  გავლილი  საგნები და შესაბამისი კრედიტები (სტუდენტებისათვის)/დიპლომის ასლი.

ბ) უხცო ქვეყნის მოქალაქეებმა:
    განაცხადი;
–    ქართულად თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის ასლი;
–    სკოლის ატესტატისა და ნიშნების ფურცლის ქართულად თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი  (აბიტურიენტთათვის);
–    ქართულად თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ნიშნების ფურცელისა, სადაც მითითებული იქნება  გავლილი  საგნები და შესაბამისი კრედიტები (სტუდენტებისათვის);

 
მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველები აბარებენ შიდა საუნივერსიტეტო მისაღებ გამოცდებს.
 
  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უნდა წარადგინონ:

ა) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ყველა გვერდის ასლი;

ბ) უცხო ქვეყანაში  ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი ქვემოთ მითითებული დოკუმენტებიდან ერთ-ერთი:
ბ.ა. უცხო ქვეყანაში რეგისტრაციის დოკუმენტი;
ბ.ბ. საკონსულო აღრიცხვის დოკუმენტი;
ბ.გ. ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ადასტურებს პირის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს.

გ) უცხო ქვეყნაში სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/უცხო ქვეყანაში მიღებული შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/ცნობა უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შესახებ;

დ) თსუ–დან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უნდა გაიგზავნოს  წერილობითი თანხმობა ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე აბიტურიენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის/სტუდენტის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და ფაკულტეტის/სპეციალობის მითითებით).

საკონტაქტო ინფორმაცია: ეკატერინე რაისნერი  ტ. 22 11 17,     ekaterine.raisneri@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე