ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-10-22

კონკურსი პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის საერთაშორისო საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად

ცხადდება კონკურსი პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ჩინეთი) საერთაშორისო საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 2020 წლის 5 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით. 

 პროგრამებზე:
Intelligent Vehicles and Electric Vehicles (Program I);
Big Data Analysis (Program II);
The Overview of 5G System - Key Technologies and Applications (Program III);
Chinese Language and Culture (ProgramⅣ). 

სტიპენდია:
პროგრამა დაფინანსებულია BIT სტიპენდიით. სტუდენტმა უნდა გადაიხადოს მხოლოდ 40 აშშ დოლარი/დღეში (სწავლის, კამპუსში განთავსების, სასწავლო მასალების, დაზღვევის, კულტურული ტურების, ტრანსპორტირებისა და ბილეთების ჩათვლით). 
*სტუდენტი იცხოვრებს საერთაშორისო სტუდენტურ Dorm BIT კამპუსში. ოთახს ორი სტუდენტი გაიზიარებს. თუ სტუდენტი აირჩევს BIT სასტუმროში ცხოვრებას, ეს ითვალისწინებს დღეში დამატებით გადასახადს.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
- პასპორტის ასლი;
- CV ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
- ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე, GPA-ის მითითებით);
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
-  ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების შედეგი/ცნობა - 2019 წლის 13 მარტის, 2019 წლის 1 და 2 ოქტომბრის ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული ინგლისური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (B2) დონე).

დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2020 წლის 20 იანვრის 18:00 საათამდე  უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@tsu.ge 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი: 
სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
გამარჯვებულ კანდიდატთა ნომინირება სტიპენდიაზე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დამატებითი ინფორმაცია: 

-გასაუბრების ზუსტი თარიღის შესახებ დამატებით გაცნობებთ; 
-დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვებაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ.- ფოსტის საშუალებით: exchange@tsu.ge ;
-დაგვიანებული ან/და არასრული განცხადება არ მიიღება.
Print

« იხ. ყველა სიახლე